შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

24.07

2013

ანონსი

24 ივლისი: მრგვალი მაგიდა - „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება”

მრგვალი მაგიდა ინფორმაციის თავისუფლების  ხელმისაწვდომობაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტებისა და დაინტერესებული პირების მონაწილეობით - „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება”

24 ივლისს, სასტუმრო „ვერე პალასში“ (მისამართი: გიორგი ქუჩიშვილის ქ. 24/8),  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID, დემოკრატიული მმართველობის პროგრამა საქართველოში (G-3) მხარდაჭერით აწყობს მრგვალ მაგიდას: „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება“ (იხილეთ თანდართული დღის წესრიგი).

მრგვალი მაგიდის მიზანია, ინფორმაციის თავისუფლების ხელმისაწვდომობის განვითარების კუთხით  საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული განკარგულების პროექტის „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება“   გაცნობა. 

მრგვალი მაგიდის მონაწილეები დისკუსიის ფორმატში წარმოადგენენ სამოქალაქო საზოგადოების წინადადებებს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების განკარგულების პროექტთან დაკავშირებით.

მრგვალი მაგიდა  გაიმართება IDFI-ს პროექტის “ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების” ფარგლებში. 

პროექტი ხორციელდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID, დემოკრატიული მმართველობის პროგრამა საქართველოში (G-3) თანამშრომლობით. 

გთხოვთ, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა ელ-ფოსტის  g.kldiashvili@idfi.ge და mari.alugishvili@gmail.com საშუალებით.

პატივისცემით,

მარი ალუღიშვილი

პროექტის კოორდინატორი

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test