შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

05.09

2013

განცხადებები / ვაკანსიები

მედიანალიტიკოსის ასისტენტის და მედიამონიტორის ვაკანსიები ეუთოს გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიაში (არაოფიციალური თარგმანი)

ნაციონალური/ადგილობრივი პერსონალის შეკრება  ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR)  გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიისათვის საქართველოში.

ODIHR-ი არის ევროპის წამყვანი ინსტიტუტი  საარჩევნო დაკვირვების დარგში. იგი ყოველწლიურად ორგანიზებას უწევს მრავალი სადამკვირველბლო, ათასობით დამკვირვებლისაგან შემდგარი მისიის გაგზავნას, რომლებიც აკვირდებიან ეუთოს წევრი ქვეყნებში არჩევნების შესაბამისობას ეუთოს მიმართ ნაკისრ ვალდებულებებთან, დემოკრატიული არჩევნების სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან, და ახდენს ამ ღონისძიებების კოორდინაციას. სადამკვირვებლო მისიი  უნიკალური მეთოდოლოგია იძლევა საარჩევნო პროცესის თვითეული ელემენტის სიღრმისეული გამოკვლევის საშუალებას, აგრეთვე, კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავებას შემდგომი საარჩევნო პროცესების გასაუჯობესებლად. ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ: http://www.osce.org/odihr/elections/92231

საქართველოს ხელისუფლებისგან მიღებული ოფციალური მოწვევის შემდეგ ODIHR- ი ამზადებს სადამკვირვებლო მისიას 2013 წლის 27 ოქტომბრისათვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის. ამასთან დაკავშირებით OSCE/ODIHR-ამჟამად არჩევს ადგილობრივ პერსონალს ქვემოთ ჩამოთვლილ პოზიციებზე:

პროგრამული პოზიციები:

- არჩევნების დასამკვირვებლო მისია (EOM)/GEO- მისიის ხელმძღვანელის აღმასრულებელი ასისტენტი- 1 ვაკანსია;
- (EOM)/GEO მისიის ხელმძღვანელის ადმინისტრაციული ასისტენტის მოადგილე- 1 ვაკანსია;
- (EOM)/GEO -უფროსი საარჩევნო ანალიტიკოსის ასისტენტი- 1 ვაკანსია;
- (EOM)/GEO -კამპანიის დაფინანსების უფროსი ასისტენტი- 1 ვაკანსია;
- (EOM)/GEO -უფროსი იურიდიული საკითხების ანალიტიკოსის ასისტენტი- 1 ვაკანსია;
- (EOM)/GEO -უფროსი პოლიტიკის ანალიტიკოსის ასისტენტი- 1 ვაკანსია;
- (EOM)/GEO - უფროსი მედია ანალიტიკოსის ასისტენტი;
- (EOM)/GEO -მედია მონიტორები- 6 ვაკანსია;
- (EOM)/GEO -გრძელვადიანი უფროსი დამკვირვებლების კოორდინატორის ასისტენტი- 1 ვაკანსია;
- (EOM)/GEO -უსაფრთხოების ექსპერტის ასისტენტი- 1 ვაკანსია;
- (EOM)/GEO -საპარლამენტო კავშირის ასისტენტი- ერთი ვაკანსია.

ადმინისტრაციული პოზიციები:

- (EOM)/GEO -ოპერაციების უფროსი ექსპერტის ასისტენტი- 2 ვაკანსია
- (EOM)/GEO - ოპერაციების უმცროსი ექსპერტის ასისტენტი- 2 ვაკანსია
- (EOM)/GEO -IT და კომუნიკაციების ექსპერტი- 1 ვაკანსია
- (EOM)/GEO -მომარაგების და საკონტრაქტო მოხელის ასისტენტი- 1 ვაკანსია
- (EOM)/GEO -ფრონტ ოფისის ასისტენტი- 1 ვაკანსია
- (EOM)/GEO -დამლაგებელი- 1 ვაკანსია
- (EOM)/GEO -გრძელვადიანი დამკვირვებლის თარჯიმან-ასისტენტი-12 ვაკანსია.
- (EOM)/GEO -გრძელვადიანი დამკვირვებლის  მძღოლი (საკუთარი ავტომანქანის მქონე)- 12 ვაკანსია;
- (EOM)/GEO -მძღოლი საკუთარი ავტომანქანით- 4 ვაკანსია;
მონაცემების შემყვანი მოხელეები- 20 ვაკანსია.

ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო- ყველა პოზიციისათვის, გარდა გრძელვადიანი დამკვირვებლების თარჯიმან-ასისტენტებისათვის და მძღოლებისათვის, რომლებიც იმუშავებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

სამუშაოს აღწერა თვითეული პოზიციისათვის იხილეთ:  http://www.osce.org/odihr/elections/92231

განაცხადის წარდგენის პროცედურა:

მსურველებმა უნდა წარადგინონ რეზიუმე ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამათზე:  eomcontracting@odihr.pl.  აუცილებლად მიუთითეთ თემის ველში სასურველი პოზიციის ზუსტი დასახელება.

განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 2013 წლის 5 სექტემბერი.

დამატებითი შენიშვნები: OSCE/ODIHR-ის არჩევნების შემფასებელი მისიის სამუშაო ენა არის ინგლისური.

ეუთო იტოვებს უფლებას ხელახლა გამოაქვეყნოს ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ, აგრეთვე შესთავაზოს დანიშვნა უფრო დაბალ თანამდებობრივ საფეხურზე ან შეცვალოს სამუშაოს აღწერილობა კონკრეტულ თანამდებობაზე, ან შეცვალოს სამუშაოს მსვლელობის ვადა. ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ საბოლოო სიაში შესულ კანდიდატებს.

ეუთო მიზნად ისახავს მიაღწიოს ქალთა და მამაკაცთა  ბალანსს ორგანიზაციის შიგნით. ქალი კანდიდატების მიღება არის, მაშასადამე, პრიორიტეტული.

შენიშვნა: განაცხადის შეტანის და OSCE/ODIHR-ის მიერ გამოქვეყნებულ პოზიციებზე დანიშვნის არცერთი ეტაპი არ ითვალისწინებს ფულად მოსაკრებელს (ე.ი განაცხადების დამუშავების, გასაუბრების, სატრეინინგო და სხვა მოსაკრებელი).

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test