შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

13.11

2013

ანონსი

13 ნოემბერს რეგიონული მედია ფორუმი „4M – ჟურნალისტიკა და სოციალური მედია“ იწყება

2013 წლის 13-დან 15 ნოემბრამდე თბილისში რეგიონული მედია ფორუმი „4M ჟურნალისტიკა და სოციალური მედია“ გაიმართება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული სტუმრები, მედიის წარმომადგენლები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ჰოლანდიიდან, ლიბანიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ბელარუსიიდან. ფორუმზე მიმოიხილავენ სოციალური მედიაში არსებულ ახალ შესაძლებლობებს, რაც მედიის განვითარებას უწყობს ხელს.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება BBC Media Action-ის პროგრამის ფარგლებში. პროექტის ორგანიზატორია Canal France International-ი (CFI). 

ფორუმი 13 ნოემბერს ქორთიარდ მერიოტში დილის 10 საათიდან დაიწყება. 14 და 15 ნოემბერს კი სესიები - IREX-ის მულტიმედია ცენტრში შედგება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდებს http://www.medianeighbourhood.eu/; http://www.4m.cfi.fr/index.php/en/

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test