შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

20.11

2013

ანონსი

მონაცემთა ჟურნალისტიკის სახელმძღვანელოს ქართულენოვანი ონლაინ გამოცემის პრეზენტაცია

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრი გეპატიჟებათ მონაცემთა ჟურნალისტიკის სახელმძღვანელოს ქართულენოვანი ონლაინ გამოცემის პრეზენტაციაზე.

ღონისძიება ორშაბათს 11 ნოემბერს 19 საათზე, ვაკის პარკში მდებარე თბილისის მედიათეკაში გაიმართება.

პრეზენტაციაზე ჯოშ ლაპორტე, ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრის პროგრამის კოორდინატორი მოგვიყვება, თუ როგორ დაიბადა და განხორციელდა სახელმძღვანელოს შექმნის იდეა. პიტერ ვერვეი, უტრეხტის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლის ლექტორი ისაუბრებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მონაცემთა ჟურნალისტიკაში იდეას ამბისათვის; გაგვაცნობს წიგნში აღწერილ იდეებს, რომელთა განხორციელებაც შეძლეს მსოფლიოში წამყვანმა მედია საშუალებებმა.

წიგნი ჟურნალისტების, პროფესორების, პროგრამისტების და მონაცემთა ანალიტიკოსების რჩევების საფუძველზე შეიქმნა. მონაცემთა ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო მკითხველს ახალი და არაჩვეულებრივი სფეროს - ციფრული ინფორმაციის პოტენციალის, შეზღუდვების, თუ დანიშნულების აღმოჩენაში დაეხმარება.  

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test