შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

29.11

2013

ანონსი

29 ნოემბერს თბილისის მედიაკონფერენცია 2013 გაიმართება

2013 წლის 29 ნოემბერს 11-დან 19 საათამდე ფრონტლაინ კლუბში თბილისის მედიაკონფერენცია 2013 ჩატარდება. კონფერენციას ორგანიზებას კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის და ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო უწევს.  

კონფერენციას ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები და ექსპერტები დაესწრებიან და ქართულ მედიაში არსებულ ვითარებას შეაფასებენ, იმსჯელებენ განვითარების პერსპექტივაზე.

კონფერენციაზე შემდეგი თემები განიხილება: ახალი პოლიტიკური რეალობის გავლენა მედიაზე, სარედაქციო დამოუკიდებლობა, ჟურნალისტური სტანდარტი, თემების მრავალფეროვნება, მაუწყებლის რეგულირება, თვითრეგულირება, ციფრული მაუწყებლობის გამოწვევები, საზოგადოებრივი მაუწყებელის საკითხი, მედიის ფინანსური გამჭვირვალობა და სარეკლამო ბაზარი.

კონფერენციის დღის წესრიგი და ინფორმაცია მომხსენებლების შესახებ დეტალურად იხილეთ   ვებგვერდზე  www.mediaconference.ge. კონფერენციაზე უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი ქართულ და ინგლისურ ენებზე.

 

დრო: პარასკევი, 29 ნოემბერი, 2013, 11:00-18:00 სთ

მისამართი: ფრონტლაინ კლუბი, ლადო ასათიანის (ყოფილი ენგელსი) ქ.  N 62

საკონტაქტო პირი: გიორგი კლდიაშვილი, ტელ: 599 77 01 00, ელ-ფოსტა: g.kldiashvili@idfi.ge

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test