შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

12.12

2013

კონკურსები / ანონსი

ნარჩენების პრობლემაზე მომზადებული ჟურნალისტური მასალების კონკურსი

პროექტი “ნარჩენების მდგრადი მართვა ჯანსაღი მომავლისთვის “, რომელსაც აფინანსებს ორგანიზაცია "ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" (NIMD),  აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის გარემოსდაცვით თემატიკაზე!

თუ ხართ ჟურნალისტი და გაინტერესებთ საქართველოში ნარჩენების მართვასთან და ზოგადად, გარემოსდაცვასთან დაკავშირებული პრობლემები, გაგზავნეთ თქვენი ამ თემაზე მომზადებული თქვენი  სატელევიზიო და რადიო სიუჟეტი, ან სტატია, შემდეგ  მისამართზე: narchenebismartva@yahoo.com (სათაურის ველში მიუთითეთ „ჟურნალისტების კონკურსი“)

ჟურნალისტური ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმები:

1. უნდა ეხმიანებოდეს გარემოს დაცვის თემატიკას, ნარჩენების მართვის პრობლემის სიმწვავეს და ადგილობრივი ხელისუფლების რესურსს ამ მიმართულებით;

2. სტატიის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას.

3. გასული უნდა იყოს ეთერში (სტატიის შემთხვევაში გავრცელებული ბეჭდვური მედიით) არაუგვიანეს 12 დეკემბრისა.

კომპეტენტური ჟიური   გამოავლენს  3გამარჯვებულს  (საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტის, საუკეთესო რადიო სიუჟეტის და საუკეთესო სტატიის ავტორი), რომლებიც პრიზებითა და სერთიფიკატებით დაჯილდოვდებიან. გამარჯვებულთა ნაშრომები გავრცელდება პროექტის „ნარჩენების მდგრადი მართვა ჯანსაღი მომავლისათვის“ ფეიზბუკის გვერდზე, სტატია ასევე დაიბეჭდება პროექტის ფარგლებში გამოცემულ ჟურნალში ,,Nimd-Club”“.

კონკურსში მონაწილრობის ბოლო ვადაა 2013 წლის 12 დეკემბერი.

გამარჯვებულთა დაჯილდოება მოხდება 2013 წლის 28 დეკემბერს პროექტის დახურვის ცერემონიალზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: ნინო ჩიბჩიური 5(98)558502; ეთუნა ფანგანი 5(68) 670 690; ლევან სურმანიძე 5(97)870587 ან მიწერეთ მისამართზე: narchenebismartva@yahoo.com

პროექტი „ნარჩენების მდგრადი მართვა ჯანსაღი მომავლისთვის“ „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავლპარტიული დემოკრატიისთვის“ (NIMD) ფინანსური მხარდაჭერით , სამ რეგიონში: შიდა ქართლში, კახეთსა და აჭარაში ხორციელდება.

დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ ლინკზე : www.facebook.com/narchenebi

დამატებითი ინფორმაცია მხარდამჭერი ორგანიზაციის შესახებ იხილეთ ლინკზე: www.nimd.ge

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test