შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

12.12

2013

განცხადებები / ანონსი

ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების ფესტივალის 2013 წლის დაჯიდლოების ცერემონია

ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობა 12 დეკემბერს,  17:00 საათზე, ზ. წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (მისამართი: რუსთაველის გამზირი 27, თბილისი),  გაიმართება ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების ფესტივალის 2013 წლის დაჯიდლოების ცერემონია, რომლის დროსაც გამოვლინდება სამი საუკეთესო ფილმის ავტორი.

გამარჯვებულებს პრიზებს გადასცემს ჟიურის წევრი, მწერალი დათო ტურაშვილი.

ღონისძიებაზე  მოეწყობა ფესტივალის   ფილმების ჩვენება.

2013  წლის ოქტომბერში ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობამ დაიწყო მობილური ტელეფონით გადაღებული მოკლე ფილმების კონკურსის სახელწოდებით „ევროკავშირის რეპორტიორი ერთი დღით“  მეორე რაუნდი.   კონკურსი მიმდინარეობდა 2013 წლის 15 ოქტომბრიდან 29 ნოემბრამდე.  კონკურსის მონაწილეებს მობილური ტელეფონით უნდა გადაეღოთ სამწუთიანი ფილმი და შემოქმედებითი მიდგომით გაეშუქებინათ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთი ან რამდენიმე პროექტის საქმიანობა. ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ გადმოეცათ, თუ რა გავლენა იქონია ევროკავშირმა იმ  სფეროზე, რომელიც კონკურსანტები აირჩიეს.

ისტორია

ევროკავშირის მობილური ტელეფონით გადაღებული სამწუთიანი ფილმების ფესტივალი პირველად 2012 წელს გაიმართა. შარშანდელი კონკურსის თემა იყო „ევროკავშირი ჩემს მეზობლად“ და მასში მონაწილეობა საქართველოს დედაქალაქისა და რეგიონების 30-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო. პირველო ადგილის მფლობელი გახდა ლაშა მესხი (ქუთაისი), მეორე პრიზი წილად ხვდა - ნინო ბეჟანიძეს (ბათუმი), მესამე - თეკლე კვარაცხელია (თბილისი).

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test