შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

13.04

2014

ანონსი

დისკუსია „სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვები საქართველოში“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა –  საქართველო” გიწვევთ დისკუსიაზე - სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვები საქართველოში: შემოსავლების სამსახურის აუდიტი, მისი ზეგავლენა ბაზარზე და მომავლის პერსპექტივა

ორშაბათს, 2014 წლის 31 მარტს, 14:00-16:00 საათზე

ქორთიარდ მარიოტში,

თბილისი, თავისუფლების მოედანი

შემოსავლების სამსახური „ნილსენის” ლიცენზირებული წარმომადგენლის, „თი-ვი ემ-არ საქართველოს” შემოწმებას განაგრძობს და მისგან კვლევაში მონაწილე  ოჯახების მისამართების გამჟღავნებას ითხოვს. საგადასახადო უწყების ქმედებებმა ბევრი შეკითხვა გააჩინა აუდიტის წარმოების რეალურ მოტივებთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, თუ რა გავლენას იქონიებს ეს შემოწმება სამაუწყებლო და სარეკლამო სექტორებზე. ბოლო ხანებში კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველოს” საქმიანობასთან დაკავშირებით სხვადასხვა კომენტარი გაკეთდა, რომელთა ნაწილიც არაზუსტია და არასწორი ინფორმაციის გავრცელებას უწყობს ხელს.

დისკუსიის მიზანია დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის გამარტივება და მათთან ერთად შემდეგი საკითხების განხილვა:

- ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე მიმდინარე საგადასახადო შემოწმება და ინვენტარიზაცია;

- სტატუს კვო - არსებული მდგომარეობის შეფასება;

- მიმდინარე მოვლენების ზეგავლენა სარეკლამო და მედია ბაზარზე - სამომავლო ნაბიჯები.

გთხოვთ, დაგვიდასტუროთ დასწრება:  diana.chachua@transparency.ge

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test