შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

10.04

2014

განცხადებები / ანონსი

მედიის თავისუფლების ხარისხის კვლევა ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებში - მესამე ეტაპის შედეგები

10 აპრილს  13:30 საათზე ასოციაცია „მწვანე ტალღა“  ,,ფრონტლაინ ჯორჯიას“ პრეს–კაფეში მისამართი: ლადო ასათიანის ქ. № 62 (ყოფილი ენგელსის № 62 ) მართავს პრესკონფერენციას,  მედიის თავისუფლების ხარისხის კვლევის შედეგების შესახებ.  

საქართველომ მედიის თავისუფლების ხარისხის კვლევის ინდექსის მიხედვით ამჯერად წინა კვლევისგან განსხვავებული შედეგი აჩვენა.   

პროექტი „მედიის თავისუფლების   მონიტორინგი ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში“  ხორციელდება ,,ინტერნიუს - უკრაინის“ ინიციატივით, პროექტის პარტნიორი საქართველოს მხრიდან არის ასოციაცია „მწვანე ტალღა“.  პროექტის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში (უკრაინა, საქართველო, სომხეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი, ბელარუსი) 2 წლის  განმავლობაში მასობრივი საინფორმაციო საშუალებების თავისუფლების ხარისხის კვლევა ყოველ  3 თვეში ერთხელ.  

კვლევა ზომავს მასობრივი საინფორმაციო საშუალებების თავისუფლების დონეს - მედიისა და ჟურნალისტების შესაძლებლობას განახორციელონ საკუთარი უფლებები და თავისუფლებები ხელისუფლების და სხვა ძალისმიერი ცენტრების კონტროლისა და ზეწოლის გარეშე.

კვლევა ხორციელდება ერთი  მეთოდოლოგიით აღმოსავლეთ პარტნიორობის  ექვსივე ქვეყანაში. კვლევაში  სხვადასახვა ქვეყნიდან  მონაწილეობს 10-10 ექსპერტი: მედიის საქმიანობაში ჩართული პრაქტიკოსები -  ჟურნალისტები და მედიამენეჯერები,  მედიის საქმიანობის დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ინდივიდუალური მკვლევარები. 

საგანგებოდ  შემუშავებული კითხვარის მიხედვით და მოცემული კრიტერიუმების საფუძველზე თითოეული მკვლევარი დეტალურად აფასებს  მედიის თავისუფლების  ხარისხს.

პროექტის ფარგლებში შექმნილია ვებ-გვერდი http://mediafreedomwatch.org  სადაც თავმოყრილია ყოველდღიური ინფორმაცია  პროექტში მონაწილე ყველა ქვეყნის მედიასფეროში განხორციელებული აქტივობების შესახებ. ვებ-გვერდზე ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი ადგილი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ როგორც ადგილობრივი მედიაგამოცემების მიერ მომზადებული მასალები, (თარგმანი  ინგლისურ და რუსულ ენებზე), ისე თავად პროექტის ფარგლებში შექმნილი ავთენტური საინფორმაციო და ანალიტიკური სტატიები და ინტერვიუები.

აღნიშნული  საინფორმაციო რესურსი საშუალებას გაძლევთ   2013 წლის მაისიდან   2 წლის განმავლობაში მოიპოვოთ  ინფორმაცია მედიის მდგომარეობის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში.

 ინდექსის  შედეგების გასაცნობად გამოიყენეთ მითითებული ბმულები:

ინგლისურ ენაზე

http://mediafreedomwatch.org/ru-%D0%BE%D0%B1%D0%BD%D0%B0%D1%80%D0%BE%D0%B4%D0%BE%D0%B2%D0%B0%D0%BD-%D0%BF%D0%B8%D0%BB%D0%BE%D1%82%D0%BD%D1%8B%D0%B9-%D0%B8%D0%BD%D0%B4%D0%B5%D0%BA%D1%81-%D1%81%D0%B2%D0%BE%D0%B1%D0%BE%D0%B4%D1%8B/

რუსულ ენაზე

http://mediafreedomwatch.org/ru/ru-%D0%BE%D0%B1%D0%BD%D0%B0%D1%80%D0%BE%D0%B4%D0%BE%D0%B2%D0%B0%D0%BD-%D0%BF%D0%B8%D0%BB%D0%BE%D1%82%D0%BD%D1%8B%D0%B9-%D0%B8%D0%BD%D0%B4%D0%B5%D0%BA%D1%81-%D1%81%D0%B2%D0%BE%D0%B1%D0%BE%D0%B4%D1%8B/

პროექტი  „მედიის თავისუფლების   მონიტორინგი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“  ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ,,ინტერნიუს უკრაინას“ (უკრაინა) მიერ,    ერევნის პრეს კლუბის (სომხეთი),  ჟურნალისტთა კავშირის (აზერბაიჯანი),  ასოციაციის „მწვანე ტალღა“ (საქართველო)  დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ცენტრისა (მოლდოვა) და ბელორუსიის ჟურნალისტთა ასოციაციის (ბელორუსი) მონაწილეობით.

უფრო დაწვრილებით ვებ გვერდის, ინდექსის გამოყვანის მეთოდოლოგიის, კვლევაში მონაწილე ექსპერტების  და ბოლო შედეგის გამომწვევი მიზეზების შესახებ ინფორმაციის მისაღებად  გვეწვიეთ პრესკონფერენციაზე.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test