განცხადებები
დედლაინი
16.04
2014
განცხადებები / ანონსი
„ვის ეკუთვნის ქართული მედია?“- ანგარიშის პრეზენტაცია
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 16 აპრილს, 11:00 საათზე, თავის ოფისში (რუსთაველის ქ. 26), წარმოადგენს ახალ ანგარიშს - ვის ეკუთვნის ქართული მედია? - რომელშიც უმსხვილესი მედიასაშუალებების მფლობელების ამჟამინდელი და წარსული საქმიანობა, და ასევე მათი სხვა ბიზნეს ინტერესებია აღწერილი.
ახალი კვლევის მიზანია წარმოაჩინოს წამყვანი ქართული მედიასაშუალებების მფლობელების გავლენიანი კავშირები და კორპორატიული ინტერესები. აუდიტორიას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ფლობს ქართულ მედიას და სხვა რომელი კომპანიები ასოცირდებიან ამა თუ იმ მედიასაშუალებასთან. აღნიშნული ინფორმაცია მაყურებელს, მკითხველსა თუ მსმენელს საშუალებას აძლევს უკეთ ამოიცნოს კონკრეტული მედიასაშუალების მიკერძოებული გაშუქების მაგალითები. ამასთან, საუბარია არა მხოლოდ პოლიტიკურ და იდეოლოგიურ გავლენებზე, არამედ კორპორატიულ ინტერესებზეც, რომლებსაც შესაძლოა ეს მედიასაშუალება ემსახურებოდეს.
სიახლე
-
17.05.2022 13:28
„ინტერნიუსი-საქართველოს“ განცხადება ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით
-
13.08.2021 20:05
არასამთავრობოთა განცხადება ჟურნალისტ ირაკლი აბსანძის სამსახურიდან გათავისუფლების გამო
-
19.07.2021 13:50
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ შარლ მიშელს - სამოქალაქო სექტორის და მედიის მიმართვა
-
11.07.2021 19:55
მეედია ორგანიზაციების მიმართვა დიპლომატიურ კორპუსს