განცხადებები
დედლაინი
25.04
2014
განცხადებები / ანონსი
დოკუმენტური ფილმის „საზოგადოებრივი ინიციატივა - ჯვარის მუნიციპალიტეტი“ ჩვენება
25 აპრილს, 18:00 საათზე, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში გაიმართება დოკუმენტური ფილმის „საზოგადოებრივი ინიციატივა - ჯვარის მუნიციპალიტეტი“ ჩვენება.
ფილმი ეხება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შემავალი ქალაქ ჯვარისა და მისი მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ინიციატივას. ქალაქ ჯვარისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებიდან გამოსავალს წალენჯიხის მუნიციპალიტეტიდან გამოყოფასა და დამოუკიდებელი ერთეულის შექმნაში ხედავს. ხელისუფლებისადმი მოთხოვნის წარსადგენად ადგილობრივმა მცხოვრებლებმა 12 000-მდე ხელმოწერა შეაგროვეს. ფილმი ასახავს თუ როგორ რეაგირებენ მოსახლეობის მოთხოვნაზე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები.
ფილმი მოამზადა სტუდიამ "რე" ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ მხარდაჭერით. ფილმის ხანგრძლივობაა 32 წუთი.
სიახლე
-
17.05.2022 13:28
„ინტერნიუსი-საქართველოს“ განცხადება ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით
-
13.08.2021 20:05
არასამთავრობოთა განცხადება ჟურნალისტ ირაკლი აბსანძის სამსახურიდან გათავისუფლების გამო
-
19.07.2021 13:50
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ შარლ მიშელს - სამოქალაქო სექტორის და მედიის მიმართვა
-
11.07.2021 19:55
მეედია ორგანიზაციების მიმართვა დიპლომატიურ კორპუსს