შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

06.05

2014

ანონსი

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს კონკურსს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში - 2014

პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში 6 მაისს 17:00 საათზე, (კაფე ფოლკ გარდენი (ღია  ბაღი),  აღმაშენებლის გამზირი 68) ოფიციალურად გამოაცხადებს  კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2014“.  
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში საქართველოში ევროკავშირის  ინიციატივაა. ის მიზნად ისახავს ქართულ პრესაში, ტელევიზიაში, რადიოსა და სოციალურ მედიაში ისეთი ჟურნალისტური ნაშრომების აღიარებას, რომელიც ხელს უწყობს ევროკავშირის ღირებულებების უკეთ გაგებას, შესრულებულია პროფესიულ დონეზე და ჟურნალისტური ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვით.

კონკურსი პირველად საქართველოში ჩატარდა 2012 წელს.

ევროკავშირის პრიზს ოფიციალურად წარადგენს საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის ხელმძღვანელი ტოივო კლარი, წარადგენს სპეციალურ პრიზს მშვიდობის ჟურნალისტიკაში. საზეიმო ცერემონიას დაესწრებიან 2013 წლის პრიზის გამარჯვებული ჟურნალისტები.

 ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში: რა უნდა ვიცოდეთ

კონკურსის ,,ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ საპრიზო გატეგორიები შემდეგნაირად ნაწილდება:

საუკეთესო საგამომძიებლო სტატია ან ნარკვევი ბეჭდვით ან ონლაინ მედიაში;

საუკეთესო ტელე/ რადიო სიუჟეტი ან საგამომძიებლო რეპორტაჟი;

საუკეთესო ვებგვერდი/ბლოგი/სოციალური ქსელის პროფილი, რომელიც ხელს უწყობს ცოცხალ, დაბალანსებულ, სამართლიან და პლურალისტურ დებატებს.

ყველაზე ინფორმაციული სააგენტო ან ონლაინ გაზეთი.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში

წელს ევროკავშირის სადამკვირებლო მისია ასევე აცხადების „მშვიდობის ჟურნალისტიკის პრიზის“ მეორე რაუნდს.

მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მინიჭება მოხდება მხოლოდ ერთი საუკეთესოდ დაბალანსებული და მიუკერძოებელი სტატიისთვის ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში; სატელევიზიო და/ან რადიო რეპორტაჟისთვის; ვებგვერდზე, ბლოგზე ან სოციალურ მედიაში განთავსებული მასალისთვის; ახალი ამბების სააგენტოსთვის ან ელექტრონული გაზეთისთვის მომზადებული მასალისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის ცნობილი გახდება კონკურსის გამოცხადების ცერემონიაზე, დამატებითი ინფორმაცია ასევე იხილეთ:

www.euprizejournalism.com

http://eeas.europa.eu/delegations/georgia

https://www.facebook.com/LetsMeetEurope

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test