შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

03.11

2014

კონკურსები

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2014 (საქართველო)

კონკურსში მონაწილეობის წესი:

კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ პირობები განსაზღვრულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებზე დაყრდნობით და ემსახურება პროფესიონალიზმის ხელშეწყობასა და ეთიკური ქცევის ნორმების დამკვიდრებას ქართულ ჟურნალისტიკაში.

1. კონკურსანტებს მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ერთ საპრიზო კატეგორიაში;
2. კონკურსანტების წარდგენა შეუძლიათ როგორც რედაქტორებს, ასევე არასამთავრობო/სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს;
3. კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოს განაცხადის ფორმის სრულად შევსების საფუძველზე. განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია კონკურსის ვებ-გვერდზე: www.euprizejournalism.ge ან წარმომადგენლობის ვებ გვერდზე: http://eeas.europa.eu/delegations/georgia
 4. მიიღება მხოლოდ ის საკონკურსო ნამუშევრები, რომლებიც პირველად გამოქვეყნდა 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით;
5. კონკურსში დაიშვება მხოლოდ საქართველოში გამოცემული მედია საშუალებებში გამოქვეყნებული/ტრანსლირებული ნამუშევრები;
6. კონკურსში დაიშვება ქართული, რუსულ ან ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებული/ტრანსლირებული ნამუშევრები;
საკონკურსო ნამუშებვრები ევროკავშირის სადმკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზისთვის სამშვიდობო ჟურნალისტიკაში შესაძლოა იყოს ოსურ და აფხაზურ ენებზე.
7. საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 3 ნოემბერი.
8. გუნდური საკონკურსო ნამუშევრის წარდგენის შემთხვევაში, განაცხადის ფორმაში ყველა თანაავტორის სახელის და გვარის მითითება სავალდებულოა. მათი  რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს სამ ადამიანს;
9. ევროკავშირი უფლებას იტოვებს გამოიყენოს საკონკურსო ნამუშევრები საპრეზენტაციო მასალებსა და სხვადასხვა მედიაში, ასევე, ხელახლა გამოაქვეყნოს ნამუშევრები კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროექტების რეკლამირებისთვის;
10. კონკურსში დაიშვებიან საქართველოს მოქალაქეები 18 წლის ზევით
11. საკონკურსო ნამუშევრების წარდგენით, კონკურსის მონაწილეები ეთანხმებიან კონკურსის წესებსა და პირობებს;
12. ჟიურის წევრები, ევროკავშირისა და ,,ექშენ გლობალ კომუნიქეიშენის” თანამშრომლები კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

13. ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია შემდეგ კატეგორიებში

 საუკეთესო საგამომძიებლო სტატია ან ნარკვევი ბეჭდვით ან ონლაინ მედიაში;
- საუკეთესო ტელე/ რადიო სიუჟეტი ან საგამომძიებლო რეპორტაჟი;
- საუკეთესო ვებ გვერდი/ბლოგი/სოციალური ქსელის პროფილი, რომელიც ხელს უწყობს დაბალანსებულ, სამართლიან და პლურალისტურ დებატებს.
- ყველაზე ინფორმატიული საინფორმაციო სააგენტო ან ონალინ გაზეთი.

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის პირობები და სხვა დამატებითი ინფორმაცია იხილეთ
Media.Ge-ს მისამართზე.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test