შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

09.07

2020

განცხადებები / ანონსი

„არა ფობიას!“ - ამ იდეის გარშემო 13 არასამთავრობო ორგანიზაცია ქმნის საერთო პლათფორმას

7 მაისს, 4 საათზე, ფრანტლაინის კლუბში  13 არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის - "არა ფობიას!" - პრეზენტაციას გამართავს.

პლატფორმის შექმნის მიზანია, სამოქალაქო სექტორის გაერთიანება  ქსენოფობიასთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლის იდეის ქვეშ.

პლატფორმაში გაწევრიანებული არიან: მედიის განვითარების ფონდი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, იდენტობა, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება,უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგისცენტრი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია და საფარი.

ღონისძიება ტარდება პროექტის ”ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ფარგლებში, რომელიც საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ აშშ  საერთაშორისოგანვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

მისამართი: ლ. ასათიანის #62 დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდით:

599545519; 5 93 10 84 09; e-mail: mdfgeo@gmail.com;info@gdi.ge

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test