შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

10.05

2014

ანონსი

„სტუდია რე“ თურქეთსა და სლოვენიაში ქართველი და ოსი მხარეების შეხვედრებს გააშუქებს

ამდროისთვის 5 ქართველი და 5 ოსი მწერალი სლოვენიაში, კურორტ ბლედზე ხვდებიან.  პროფესიული გამოცდილების გაზიარების გარდა, ისინი გამოსცემენ ალმანახს, სადაც კავკასიაში მშვიდობის თემაზე მომზადებული მასალები შევა. პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია „კოალიცია დევნილთა უფლებებისთვის“. 

10 მაისს თურქეთში, ქალაქ სტამბულში, პროექტ „ახალგაზრდული სამშვიდობო ექსპრესის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. პროექტში 20 ქართველი და ოსი ახალგაზრდა მონაწილეობს. თბილისსა და ცხინვალში პარალელური მოსამზადებელი ტრენინგის შემდეგ 2 კვირის განმავლობაში მათ საბერძნეთში, სერბეთსა და კოსოვოში იმოგზაურეს. პროექტს ქართულ-ოსური სამოქალო ფორუმი ახორციელებს.

პროექტები მიზნად ისახავენ კონფლიქტის შედეგად დაშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას. ორი პროექტი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის COBERM-ს ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. „სტუდია რე“-ს გადაღებული ვიდეო მასალა სტუდიის მიერ მომზადებული ტელედიკუსიების ეთერით გავა.

შეგახსენებთ, რომ „სტუდია რე“-მ მხარეებს შორის ნდობის აღდგენის მიზნით ტელედისკუსიების ციკლი 2013 წლის სექტემბერში დაიწყო და ამ დროისთვის 8 გადაცემა მოამზადა.

„სტუდია რე“-ს დისკუსიები შაბათს 16:10 საათზე პალიტრა TV-ს ეთერით, ასევე რადიო „მაესტროს“ და 16 რეგიონული ტელევიზიის ეთერით გადაიცემა.  

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test