შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

15.05

2014

განცხადებები / ანონსი

ჯიპას სტუდენტების მიერ ადამიანის უფლებების თემაზე შექმნილი ისტორიების პრეზენტაცია

შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი და   საქართველო და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი აწყობენ (ჯიპა) ჯიპას ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლის სტუდენტების მიერ ადამიანის უფლებების თემაზე შექმნილ ისტორიების პრეზენტაციას.

სტუდენტების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები ეხება ისეთ საჭირობოროტო თემებს, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობების და  ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა პრობლემები, გენდერული უთანასწორობა.

წარმოდგენილი ნაშრომებიდან აირჩევენ  საუკეთესოს. დაჯილდოვება მოხდება საზეიმო ვითარებაში, დარგის ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თანდასწრებით. ღონისძიება ჩატარდება 15 მაისს 6:30 საათზე, ფრონტლაინ კლუბში. მისამართი: ასათიანის ქ. 62. პროექტი „კომუნიკაცია ჯანმრთელობის უფლებებისათვის“- ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, მათ შორის ინფორმაციის გაცვლასა და ადამიანის უფლებების თემაზე ეფექტური კომუნიკაციის ხელშეწყობას. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test