შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

23.05

2014

განცხადებები / ანონსი

IDFI საჯარო დაწესებულებებში ინფორმაციიის ხელმისაწვდომობის რეიტინგს წარმოადგენს

23 მაისს, პარასკევს  11:00 საათზე, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში (მის: ჭოველიძის     10), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) პრესკონფერენციას გამართავს, რომელზეც საჯარო დაწესებულებებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგს  წარმოადგენს და ყველაზე ანგარიშვალდებულ და ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებებს დაასახელებს.

ანგარიში მოიცავს  2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 მარტამდე პერიოდს.

კვლევის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა იმის გამოვლენა, თუ  რამდენად შენარჩუნებულია ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პოლიტიკური ცვლილებების საწყის ეტაპზე  არსებული დადებითი ტენდენციები საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით.

მოცემულ პერიოდში ინსტიტუტმა 29 ცენტრალურ საჯარო დაწესებულებას  მიმართა 493 მოთხოვნით; აღმოჩნდა, რომ რიგი სამინისტროების შემთხვევაში დაფარულია იმგვარი მონაცემები, რომლის დეტალური გასაჯაროებაც მათ მიერ უზრუნველყოფილი იყო პოლიტიკური ცვლილებების საწყის ეტაპზე. ამის საპირისპიროდ, უკეთესი შედეგი აჩვენეს უფრო დახურულმა უწყებებმა.

პრეკონფერენციაზე ასევე წარმოდგენილი  იქნება მონაცემები, თუ რა ტიპის ინფორმაციას  არ გასცემენ  ყველაზე ხშირად საჯარო დაწესებულებები.

კვლევა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერილი პროექტის www.opendata.ge -2013-2015  ფარგლებში  განხორციელდა .

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test