შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

13.06

2014

ანონსი

თანამედროვე ვიდეო ხელოვნების საღამო, ვიდეო პრეზენტაციები და დისკუსიები

ვიდეო ხელოვნების მოყვარულებს 13 ივნისს, 19 საათიდან, ელით საინტერესო საღამო, რომელიც წარმოადგენს…ევროპის კულტურულ ინსტიტუციათა გაერთიანების (EUNIC-ის) წევრების: ბრიტანეთის საბჭოს, გოეთეს ინსტიტუტის, ფრანგული ინსტიტუტის, ევროპის სახლის და ორგანიზაციის „აქტივი კულტურისთვის“ ერთობლივ პროექტს.  

ევროპის სახლი უმასპინძლებს ღონისძიებაზე სპეციალურად მოწვეულ  ვიდეო ხელოვანებს გერმანიიდან (იულია შარლოტე რიხტერი), დიდი ბრიტანეთიდან (ბრენდან ჯექსონი) და საფრანგეთიდან (რობერ კაენი, ვიდეოჩართვით ისაუბრებს ხელოვნების ისტორიის დოქტორი ტიფენ  ლაროკი).  ალექსი სოსელია ისაუბრებს და წარადგენს ქართული ვიდეო ხელოვნების არქივს.

დასწრება თავისუფალია

პროექტის მიზანია:

თანამედროვე ევროპული ვიდეო ხელოვნების წარმომადგენლების ნამუშევრების გაცნობა ქართველი პუბლიკისთვის და პირიქით, თანამედროვე ქართული ვიდეოხელოვნების გაცნობა მისი ევროპელი კოლეგებისთვის;

ქართველ, ბრიტანელ, გერმანელ და ფრანგ ვიდეოხელოვანებს  შორის დიალოგის და ორმხრივ სასარგებლო ურთიერთობების ხელშეწყობა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

ბრიტანეთის საბჭოში:
მაია დარჩია, ხელოვნების პროექტების მენეჯერი, მობ: 599 902 006,
e-mail: maya.darchia@ge.britishcouncil.org
ეკა ფაცაცია, საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი, მობ.: 591 229 803;
e-mail: eka.pakhuridze@ge.britishcouncil.org
გოეთეს ინსტიტუტი:

ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი, კულტურის განყოფილების ასისტენტი,
მობ.: 599 242 333, e-mail: sbpo1@tbilissi.goethe.org

თამთა გოჩიტაშვილი, კულტურის განყოფილების ასისტენტი,
მობ.: 599 11 08 63 sbpo2@tbilissi.goethe.org

ფრანგული ინსტიტუტი:

მარიამ კვესელავა, ხელოვნების პროექტებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი, მობ. 592 1000 23. e-mail: mariam.kveselava@institutfrancais.ge

ევროპის სახლი:
თამუნა გურჩიანი, კულტურული პროგრამების მენეჯერი, მობ. 595 38 44 68, tamuna_gurchiani@yahoo.com

ინფორმაცია რედაქტორებისთვის:

ბრიტანეთის საბჭო - დიდი ბრიტანეთის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია - ხელს უწყობს თანამშრომლობას სხვა ქვეყნებთან კულტურისა და განათლების სფეროებში. მისი მოქმედების არეალი 110 ქვეყანას მოიცავს.  ბრიტანეთის საბჭო ხელს უწყობს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებას სხვა ქვეყნებთან სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის ურთიერთნდობის ამაღლებისა და ბრიტანული იდეებისა და მიღწევების პოპულარიზაციის მიზნით.  ბრიტანეთის საბჭო არის დამოუკიდებელი, აპოლიტიკური ორგანიზაცია. www.britishcouncil.org

გოეთეს ინსტიტუტი:

გოეთეს ინსტიტუტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთელს მსოფლიოში მოქმედი კულტურის ინსტიტუტია. მისი კულტურული მუშაობის ძირითად ასპექტებს წარმოადგენს ამიერკავკასიელი და გერმანელი ხელოვანებისა და ინტელექტუალების შეხვედრები, თანამედროვე გერმანული კულტურის პრეზენტაცია და კულტურის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა. http://www.goethe.de/ins/ge/t

ფრანგული ინსტიტუტი:

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი დაარსდა 2002 წლის იანვარში ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანული კულტურის ცენტრის სახელწოდებით. იგი მიზნად ისახავს ცნობადი გახადოს ფრანგული ენა და კულტურა საქართველოში და ხელი შეუწყოს ფრანგულ-ქართული კულტრული ურთიერთობის გაღრმავებას. http://www.institutfrancais.ge/ge

ევროპის სახლი:

ევროპის სახლი არის არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საქართველოში ევროპული ფასეულობების წარმოჩენა და საქართველოსა და ევროპას შორის ურთიერთობების გაღრმავება კულტურის, განათლებისა და სამოქალაქო დიალოგის გზით.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test