შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

25.06

2014

ანონსი

„ინტერნიუსი“ გამართავს მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგის შემაჯამებელი შედეგების პრეზენტაციას

25 ივნისს, 11:30 საათზე, „ინტერნიუსი-საქართველო“ გამართავს მედიის მონიტორინგის პროექტის "რეგიონული ტელევიზიების მონიტორინგი - თვითმმართველობის არჩევნები 2014" შემაჯამებელი შედეგების პრეზენტაციას. ღონისძიება გაიმართება სასტუმრო "თბილისი მერიოტში" (რუსთაველის № 13, თამარ მეფის დარბაზი).

მონიტორინგი ჩატარდა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი“ (ITEP) ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

პროექტი ითვალისწინებდა 16 რეგიონული ტელემაუწყებლის საღამოს ეთერში (19:00 - 24:00 სთ.) გასული საინფორმაციო გამოშვებების და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მონიტორინგს.

ტელეკომპანიების მონიტორინგი 2014 წლის 12 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით განხორციელდა.

მონიტორინგის მიზანი იყო, საქართველოს 16 რეგიონული ტელემაუწყებლის მთავარ საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებზე დაკვირვებით გამოგვევლინა, წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების მიმდინარეობა და ტენდენციები.

კვლევა  განხორციელდა შემდეგ ტელემაუწყებლებზე: "25-ე არხი" (ქ. ბათუმი), "რიონი" (ქ. ქუთაისი), ქვემო ქართლის ტელეკომპანია (ქ. რუსთავი), "ოდიში" (ქ. ზუგდიდი), "თანამგზავრი (ქ. თელავი), "მე-9 არხი" (ქ. ახალციხე), "თრიალეთი" (ქ. გორი), "გურია" (ქ. ოზურგეთი), "იმერვიზია" (ჭიათურა), "გურჯაანი" (ქ. გურჯაანი), "მეგა ტვ" (ქ. ხონი), "მე-9 ტალღა" (ქ. ფოთი), „მარნეული ტვ“ (ქ. მარნეული), „არგო“ (ქ. ზესტაფონი), „დია“ (ქ. ხაშური), „ბორჯომი“ (ქ. ბორჯომი).

მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს „ინტერნიუსი-საქართველოს“ მედიამკვლევარი:  ანა იასეშვილი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

ეკა ბერიძე, პროექტის მენეჯერი
ტელ: +995 32 292 33 95/96/97;
 ელ-ფოსტა: eka@internews.ge

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test