განცხადებები
დედლაინი
30.07
2014
განცხადებები / ანონსი
თვითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგის საბოლოო შედეგების პრეზენტაცია
30 ივლისს, 15:00-16:30 სათზე, სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ (შეხვედრების ოთახი #6), გაიმართება პრეზენტაცია/დისკუსია, რომელზეც წარმოდგენილი იქნება 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგის საბოლოო შედეგები.
მონიტორინგის პერიოდი: 15 აპრილი - 30 ივნისი 2014.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ ბორის იაროშევიჩი, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში, და შომბი შარპი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე.
ქართული ტელე, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედიის მონიტორინგი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის: „პროფესიონალური მედია არჩევნებისთვის“ ფარგლებში.
კვლევას ატარებდნენ: CRRC საქართველო, ინტერნიუს საქართველო და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI)
მონიტორინგის შედეგები რეგულარულად თავსდება ვებ-გვერდზე www.mediamonitor.ge
სიახლე
-
28.02.2023 01:01
70-ზე მეტი მედიორგანიზაცია უარს ამბობს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციაზე
-
17.05.2022 13:28
„ინტერნიუსი-საქართველოს“ განცხადება ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით
-
13.08.2021 20:05
არასამთავრობოთა განცხადება ჟურნალისტ ირაკლი აბსანძის სამსახურიდან გათავისუფლების გამო
-
19.07.2021 13:50
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ შარლ მიშელს - სამოქალაქო სექტორის და მედიის მიმართვა