შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

27.07

2014

განცხადებები / ანონსი

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განიხილავს საჩივრებს

მიმდინარე წლის  26 და 27 ივლისს გაიმართება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომები.

შაბათს, 26 ივლისს, 12:00 საათზე განიხილება  ირინა ასათიანის განცხადება პაატა იაკობაშვილის, ნონა მიქიაშვილის (ტელეკომპანია „რუსთავი 2“) და ჟანა ასანიძის წინააღმდეგ, ხოლო 15 საათზე  “ახალგაზრდა ადვოკატების” განცხადება გიორგი გაბუნიას (ტელეკომპანია „რუსთავი 2“) წინააღმდეგ.

კვირას, 27 ივლისს, 14:00 საათზე, განიხილება განმცხადებელთა ჯგუფის საჩივარი ნიკა ლაშაურის (ჟურნალი "თბილისელები") წინააღმდეგ, ხოლო 15:00 საათზე  მაია ჯაშის განცხადება სულხან მესხიძის, რუსლან დავითაძის და მირიან ურუშაძის („ტელეარხი 25“) წინააღმდეგ.

საბჭოს სხდომები გაიმართება  თბილისში, პაოლო იაშვილის 14/22 (სოლოლაკი),“ ინტერნიუსი-საქართველოს“ ოფისი.
საკონტაქტო ტელეფონი 595 110 620.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test