შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

06.08

2014

ანონსი

დისკუსია სოციალურ რეკლამასთან დაკავშირებით

6 აგვისტოს 11:30 საათზე  ​„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო​ს​“ ​ ორგანიზებით, სასტუმრო ჰოლიდეი ინში გაიმართება დისკუსია სოციალურ რეკლამასთან დაკავშირებით დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებ​ზე.

პარლამენტი ამჟამად განიხილავს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს, რომლის ფარგლებშიც იცვლება სოციალური რეკლამის რეგულაციის წესები. ამ ცვლილებებმა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიონ სარეკლამო ბაზარსა და მაუწყებლების ფინანსურ სტაბილურობაზე. შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებების პროცესში მაუწყებლების უშუალო ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. ​

ამ მიზნით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მართავს დისკუსიას, რომელზეც მოწვეულნი არიან მაუწყებლების, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის, პარლამენტისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test