შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

27.10

2014

ვაკანსიები

ვაკანსია საქართველოს პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტში

გამოცხადდა ვაკანსია საქართველოს პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სამოქალაქო ღონისძიებათა დაგეგმვის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

სამუშაოს აღწერა

1. განყოფილების უფროსი ახორციელებს განყოფილების მუშაობის საერთო ხელმძღვანელობას, განყოფილების მუშაობის სწორად ორგანიზებისა და წარმართვის მიზნით დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით განყოფილების თანამშრომლებს უნაწილებს საქმეს და აკონტროლებს მათ საქმიანობას და მიმდინარე სამუშაოს შესრულებას, მონაწილეობს პარლამენტისა და მისი აპარატის საქმიანობისათვის საჭირო პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში.
2. განყოფილების უფროსის მოვალეობებია: 
ა) პარლამენტისა და მისი სუბიექტების დანიშნულების, საქმიანობისა და პერსონალის გაცნობა საზოგადოების ფართო ფენებისთვის;
ბ) კონფერენციების, პრეზენტაციების, თემატური სემინარების, გამოფენების, კონკურსების, დღესასწაულებისა და სხვა სპეციალური ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება; 
გ) სპეციალური ღონისძიებების ჩატარებისათვის პროექტებისა და კონცეფციების შემუშავება; 
დ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, კომიტეტის თავმჯდომარეების, პარლამენტის წევრებისა და საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზება; 
ე) საინფორმაციო ბიულეტენების, მიმოხილვების, ბუკლეტების, ბროშურების, ცნობარების, ჟურნალების, გაზეთების, წიგნებისა და სხვა ბეჭდვითი მასალების პროექტების შემუშავება;
ვ) ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების დადასტურებიდან სამი თვის ვადაში მაჟორიტარი პარლამენტის წევრებისა და არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური გაერთიანებების წინასაარჩევნო პლატფორმების კრებულების გამოსაცემად მომზადება.
3. განყოფილების უფროსი თანამდებობრივად ექვემდებარება დეპარტამენტის უფროსს.

კონკურსში მონაწილოებისთვის უნდა გაიაროთ რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გევრდზე.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test