განცხადებები
დედლაინი
17.10
2014
ვაკანსიები
კონკურსი მედია გაყიდვების მენეჯერების პოზიციაზე
ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" აცხადებს კონკურსს მედია გაყიდვების მენეჯერების პოზიციაზე. კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები გადამზადდებიან და დასაქმდებიან რეგიონული და ნაციონალური მედია-საშუალებების სარეკლამო და გაყიდვების სამსახურებში.
გაყიდვების მენეჯერის კვალიფიკაცია უნდა პასუხობდეს შემდეგ მოთხოვნებს:
1. კარგი კომუნიკაციის უნარი
2. სიბეჯითე
3. სოციალური აქტიურობა
4. საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომა
5. თვითრეალიზების სურვილი
6. აგრეთვე სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს განათლება და/ან სამუშაო გამოცდილება ბიზნესის, მედიის და/ან ჟურნალისტიკის სფეროში
თუ ხართ აქტიური, შრომისმოყვარე და მოტივირებული, თუ გსურთ გაყიდვებში ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლება და დასაქმება მედია გაყიდვების სფეროში, ელფოსტის საშუალებით გამოაგზავნეთ სამოტივაციო წერილი და CV შემდეგ მისამართზე: mediasales@osgf.ge . სამოტივაციო წერილში განმარტეთ, თუ რატომ გსურთ მედია გაყიდვებში დასაქმება და რამდენად მიესადაგება თქვენი პიროვნული თვისებები ჩვენთვის სასურველი კანდიდატისას.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 17 ოქტომბრის 18:00 სთ. პირველადი გასაუბრებების შედეგად კანდიდატები შეირჩევა ოქტომბრის მეორე ნახევარში. ნოემბერ-დეკემბერში "მართვის აკადემია" ჩაატარებს პროფესიულ ტრენინგებს. შერჩეული და გადამზადებული კანდიდატები დასაქმდებიან 2015 წლის იანვრიდან.