შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

21.11

2014

ანონსი

რუსთავში გენდერის მედიაცენტრი იხსნება

პარასკევს, 21 ნოემბერს, 12:00 საათზე, რუსთავში, ბიზნეს-ცენტრ სასტუმრო ,,რუსთავის“ შენობაში, (მის: მეგობრობის გამზ. 32, ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის შენობაში) გაიხსნება გენდერის მედიაცენტრი. ცენტრის გახსნაზე მოწვეული არიან რუსთავის მერი, საკრებულოს წევრები, რუსთავის მაჟორიტარის ბიუროს,სამხარეო ადმინისტრაციის, ცესკოს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების და მედიის წარმომადგენლები.

გენდერის მედიაცენტრების გახსნის ინიციატორია  „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“. ცენტრების გახსნის მიზანია არჩევნებში ჩართული მხარეების, მათ შორის მოსახლეობის, ინფორმირება გენდერული თანასწორობის და ქალთა პოლიტიკურად გაძლიერების მექანიზმების და მნიშვნელობის შესახებ. 

გენდერის მედია ცენტრში მოსახლეობას, მედიას, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს საშუელაბ ექნებათ,  მიიღონ ინფორმაცია გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების, გენდერის და არჩევნების, კონკრეტული ქალი კანდიდატების საარჩევნო პროგრამების და აქტივობების, მედიაში გენდერული თანასწორობის და ქალთა საკითხების გაშუქების სტანდარტების და წესების შესახებ.

ცენტრი ასევე დაეხმარება პარლამენტის და საკრებულოს ქალ წევრებს, ლიდერ ქალებს, გენდერულად მგრძნობიარე პარტიებს და გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს სხვადასხვა ტიპის შეხვედრების ორგანიზებასა და მედიასთან ურთიერთობაში.

ცენტრის ორგანიზებითა და ინიციატივით გაიმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომლებიც მიმართული იქნება გენდერული თანასწორობის გაძლიერების და არჩევნებში ჩართული მხარეების კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე. 24 საათის განმავლობაში იმუშავებს მედიაცენტრის ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ პირს შეეძლება მედიას, მიაწოდოს ინფორმაცია გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ან გენდერული ძალადობის ფაქტების შესახებ.

გენდერის მედიაცენტრები საქართველოს 8 ქალაქში გაიხსნება. ცენტრებს უხელმძღვანელებენ რეგიონში მოქმედი წამყვანი მედია საშუალებები და მათი წარმომადგენლები. მედიაცენტრები იხსნება პროექტის „ერთად გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მხარდაჭერით.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test