შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

06.11

2014

ანონსი

დისკუსია - ინტენეტი, როგორც ადამიანის უფლება

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და ნიდერლანდების საელჩო საქართველოში შაბათს, 6 დეკემბერს მართავს დისკუსიას სახელწოდებით „ინტერნეტი, როგორც ადამიანის უფლება“.

დისკუსიაზე მოწვეული რვა სპიკერი ( მათ შორის, დავით კლდიაშვილი, ზვიად ქორიძე, თამთა ტეფნაძე, გიორგი გოგუა, გუბაზ კობერიძე) ისაუბრებს იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რაც დღესდღეობით საქართველოში ინტერნეტისა და მისი მომხმარებლების წინაშე დგას.

1. ცენზურა და საავტორო უფლებები
2. სიძულვილის ენა
3. ფარული მიყურადება

ეს პირველი ბლოკის ძირითადი თემების ჩამონათვალია, რომლის გარშემოც დისკუსია წარიმართება.

მეორე ბლოკი დაეთმობა მსჯელობას, თუ რა გზებით უნდა გადაიჭრას განხილული პრობლემები, რა საკითხები საჭიროებს რეგულაციებს და სხვა. სპიკერები წარმოადგენენ საკუთარ რეკომენდაციებს.

დასწრების მსურველებმა შეავსეთ მოკლე და მარტივი სარეგისტრაციო ფორმა. ბოლო ვადა - 5 დეკემბერი

მისამართი : მულტიმედიის ცენტრი (ალ. ჭავჭავაძის 10) 
დასაწყისი: 14:00 სთ

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით l.beria@idfi.ge ან 0322 92 15 14

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test