შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

12.12

2014

ანონსი

შეხვდრები დასავლეთ საქართველოში მედია პროფკავშირების ჩამოყალიბების თემაზე

“საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციასთან“ ერთად ევროკავშირის მხარდაჭერით, ახორციელებს რეგიონული მასშტაბის პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში მედიისა და ჟურნალისტების სოლიდარობის ინსტიტუტის განვითარება-გაძლიერებას, დამოუკიდებელი მედია-პროფკავშირების შექმნა-გაძლიერებას.  პროექტის ფარგლებში ასოციაციას დაგეგმილი აქვს შეხვედრები მედიის წარმომადგენლებთან  საქართველოს დედაქალაქსა და სხვადასხვა რეგიონში, რომ შეისწავლოს მედიაში არსებული მდგომარეობა. ევროკავშირის ამ 3-წლიანი პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგები და სხვა ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს ქართველ მედიაპროფესიონალებს იყვნენ უკეთ აღჭურვილი საკუთარი უფლებებით. 

ამჯერად ჟურნალისტებსა და მედიის თანამშრომლებს ელოდებიან  დასავლეთ საქართველოში. 

10 დეკემბერს: ქუთაისში, 13 საათზე „გენდერის მედიაცენტრში“  რადიო “ძველი ქალაქის” ოფისი

მისამართი ქ.ქუთაისი, გაპონოვის N30.

10 დეკემბერს:  ბათუმში , 18 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი

მისამართი: ფარნავაზ მეფის ქ. N62–64;

11 დეკემბერს: ფოთში, 13 საათზე საქართველოს პროფკავშირის ოფისში, 1 სართულზე.

მისამართი წმ.ნინოს ქ.N 3.

11 დეკემბერს: ზუგდიდში, 17 საათზე ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი

მისამართი: რუსთაველის ქ. N52;

12 დეკემბერს: ოზურგეთი , 13 საათზე, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი  მისამართი: ჭავჭავაძის ქ. N 14;

დასწრება თავისუფალია. აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილე მედიის წარმომადგენლები  შერჩევის გზით აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ტრეინინგებსა და ღონისძიებებში, რომელსაც მედიაპროფკავშირი დაგეგმავს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test