შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

13.12

2014

განცხადებები / ანონსი

თბილისის, სოხუმის და ცხინვალის ჰუმანიტარული და კულტურული თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა

ჟურნალისტები, ექსპერტები და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები თბილისიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან მონაწილოებას მიიღებენ  სომხეთის დედაქალაქ ერევანში, 13 დეკემბერს დაგეგმილ სამოქალაქო მოსმენაში  თემაზე-„თბილისის, სოხუმის და ცხინვალის ჰუმანიტარული და კულტურული თანამშრომლობის პერსპექტივები.“

ღონისძიება ორგანიზებულია COBERM-ის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროპის საბჭო და ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).

მომხსენებლები:
როინ აგრბა -ჟურნალისტი, ისტორიკოსი სოხუმიდან;
ალან ფარასტაევი-დამოუკიდებელი ექსპერტი და ბლოგერი ცხინვალიდან
დიმიტრი ავალიანი-„ტაბულას“ პოლიტიკური მიმომხილველი.

სამოქალაქო მოსმენაში ასევე მონაწილოებას მიიღებენ: ცხინვალიდან-ზალინა გაბაევა (რადიო ჟურნალისტი), ინალ ჯუსოევი (მხატვარი), მურატ ჯუსოევი (კინორეჟისორი); სოხუმიდან-ალხას ჭოლოკუა (ჟურნალისტი), ანაიდ გოგორიანი (რადიო „ეხო კავკაზას“ჟურნალისტი), ირაკლი ტუჟბა (ჟურნალისტი); თბილისიდან-მალხაზ გაგუა (გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი), თამარ ქავთარაძე (რეგიონული განვითარების და თანამშრომლოიბის ინსტიტუტის პროექტების კოორდინატორი), ნატო  ქაჯაია (ტელეკომპანია „იმედის“ კოორდინატორი).

მოდერატორი: სამველ ისრაელიანი (სომხეთი).

სამოქალაქო მოსმენა გაიმართება ერევნის დროით 12:00 საათზე, მისამართი: ერევანი, კარიუნის ქ. 23, სასტუმრო Imperial Palace Hotel.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test