შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

23.12

2014

განცხადებები / ანონსი

23 დეკემბერს დააჯილდოვებენ ჟურნალისტურ კონკურსში - ნაბიჯი თავისუფლებისკენ- გამარჯვებულებს

23 დეკემბერს, წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT) გამოავლენს ჟურნალისტურ კონკურსში -ნაბიჯი თავისუფლებისკენ- გამარჯვებულებს.

გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, 23 დეკემბერს, 12:00 საათზე თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში (თბილისი, მ. ქანთარიას 11ა).

შეგახსენებთ, რომ  წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან (HRHT) თანამშრომლობით, ახორციელბს პროექტს პატიმართა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის საკითხებზე, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობდა აღნიშნული კონკურსი, ჟურნალისტებისა და ბლოგერებისათვის.

კონკურსის მიზანს წარმოადგენდა პატიმართა, პრობაციონერთა და ყოფილ მსჯავრდებულთა მდგომარეობაზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა მედიის მიერ თემის გაშუქების საშუალებით; ასევე, მედიის როლის გაძლიერება და მაღალი ეთიკური და ჟურნალისტური სტანდარტების დამკვიდრება მსგავსი მოწყვლადი ჯგუფის შესახებ ინფორმაციის გაშუქებისას.

კონკურსში მონაწილეობა მიიღო 30-მა ჟურნალისტმა და ბლოგერმა, რომელთაგანაც, ჟიური  5 გამარჯვებულს გამოავლენს.

ჯილდო დაწესებულია 5 ნომინაცისათვის: 
1.    საუკეთესო ტელე/ვიდეო სიუჟეტი;
2.    საუკეთესო რადიო სიუჟეტი;
3.    საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიება;
4.    საუკეთესო საგაზეთო/ინტერნეტ სტატია;
5.    საუკეთესო ბლოგ-პოსტი.
თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა 500 ლარი  ფულადი ჯილდო.

გთხოვთ, მობრძანდეთ დაჯილდოების ცერემონიაზე.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test