შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

27.01

2015

განცხადებები / ანონსი

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა თუ შუღლის გაღვივების პრევენცია? – „ლიბერალის“ დისკუსია

ჟურნალი „ლიბერალი“ 27 იანვარს, 19:00 საათზე, ფრონტლაინ კლუბში  (მის: ასათიანის ქ.7), გამართავს დისკუსიას შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსში  შესატანი საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.

პროექტის მიხედვით, საჯარო მოწოდება ძალადობრივი ქმედებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების მიზნით, თავისუფლების აღკვეთით 2-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის ამ რედაქციით მიღება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან წინააღმდეგობაში მოვა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას საფრთხეს შეუქმნის.

დისკუსიის მოდერატორი: თამთა მიქელაძე, ადამიანის უფლებების იურისტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი (EMC)

სტუმრები:

თამარ კორძაია, საქართველოს პარლამენტის წევრი
გედევან ფოფოხაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი
გიორგი მშვენიერაძე, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" გამგეობის წევრი (GDI)

დისკუსია დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ.
საჩუქრად ყველა სტუმარს ჟურნალ "ლიბერალის" სხვადასხვა ნომრები.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test