შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

15.02

2015

კონკურსები

კონკურსი მედია საშუალებებისთვის საუკეთესო რადიორუბრიკ(ებ)ის მოსამზადებლად მდგრადი ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების თემაზე

"ენერგოეფექტურობის ცენტრი" BP-სა და მისი პარტნიორების მიერ დაფინანსებული „განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის ახალი პროექტი“-ს ფარგლებში აცხადებს ინტერესთა გამოხატვას საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებისთვის საუკეთესო რადიორუბრიკ(ებ)ის მოსამზადებლად თემაზე “მერების შეთანხმება” (http://www.merebisshetankhmeba.eu/index_ka.html ), მდგრადი ენერგეტიკა (ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება) და მდგრადი განვითარება.

რუბრიკ(ებ)ის მიზანია, მდგრადი ენერგეტიკული განვითარების პრონციპების პოპულარიზება სხვადასხვა სამიზნე/მსმენელთა კატეგორიებში. ამ პროცესში  ადგილობრივი ხელისუფლებების და ქვეყნის მოქალაქეების როლის, ფუნქციისა და მნიშვნელობის წარმოჩენა.

ინტერესთა გამოხატვა ითვალისწინებს პერიოდული ჟურნალისტური ნამუშევრის მომზადებას და მათ ტრანსლირებას საქართველოს ცენტრალური რადიოსადგურის რომელიმე ერთ ან რამდენიმე არსებულ, სხვადასხვა შინაარსის (საინფორმაციო, გასართობ შემცენებითი) გადაცემების  საშუალებით.

რადიორუბრიკის თემებია:

საქართველოში ევროკომისიის მერების შეთანხმების წევრი-ქალაქების ენერგოეფექტურობის პოლიტიკის გაშუქება.

- განახლებადი ენერგიის წყაროების (მზე, ქარი, წყალი, ბიომასა, გეოთერმია) გამოყენება;

- ენერგოდამზოგი ღონისძიებებისა (შენობის დათბუნება, კარ-ფანჯრის შეცვლა/დათბუნება, ენერგოდამზოგი ნათურები, ენერგოეფექტური ღუმელები და სხვა) და ეკოლოგიურად სუფთა ენერგოტექნოლოგიების დანერგვა;

- რადიორუბრიკა ასევე უნდა ითვალისწინებდეს საზოგადოების ინფორმირებას „ენერგოეფექტრობის ცენტრის“ მიერ მიმდინარე და განხორციელებული სადემონტრაციო პროექტების შესახებ.

ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადების მიღება იწარმოებს 2015 წლის 30 იანვრიდან ამავე წლის 15 თებერვლის ჩათვლით.

ინტერესთა გამოხატვის მსვლელობის დროს იმუშავებს ვირტუალური ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, მიიღონ მათთვის საინტერესო შემეცნებითი ხასიათის ინფორმაცია ენერგოეფექტურობისა და ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენების საკითხებზე.

ინტერესთა გამოხატვა უნდა მოიცავდეს საპრომოუტერო კონცეფციას და რუბრიკების გადაცემის პერიოდულობას, ფორმატს, ბიუჯეტს. ასევე  იმ გადაცემების ნუსხას, რომელთა საშუალებითაც მოხდება მათი ტრანსლირება.

ინფორმაცია ინტერესთა გამოხატვის თაობაზე დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა გაგზავნონ კავშირის "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო"-ს მისამართზე.

თბილისი 0160 დ.გამრეკელის ქ#19, ოფისი 611
ტელ. +995 32 224 25 40/41/42
ელ.ფოსტა: eecgeo@eecgeo.org  
მონაწილეებმა უნდა მიუთითონ საკუთარი ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია. გამარჯვებული პროექტის ავტორთან გაფორმდება კონტრაქტი.

დაწვრილებითი ინფორმაცია და სათანადო საცნობარო მასალა იხილეთ ვებ-გვერდზე: http://www.eecgeo.org .

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test