შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

15.02

2015

ტრენინგები

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს ჟურნალისტებს ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს ჟურნალისტებს ტრენინგზე:  “ვიზუალიზაციის ეთიკური დილემები”

ტრენინგი ერთდღიანია და გაიმართება 20 თებერვალს, დილის 10.00-დან საღამოს 18.00-მდე, თბილისში,საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოს (IREX) ოფისში.

ტრენინგის ორგანიზატორია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ტრენინგი იმართება საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოს (IREX) პროგრამის “მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის” (M_TAG) ფარგლებში.

ტრენინგი აგებულია პრაქტიკული მაგალითების მიხედვით და შედგება ორი მიმართულებისგან – სატელევიზიო და ფოტო მიმართულება.

ტრენერები: ნინო ჯაფიაშვილი, გიორგი აბდალაძე.

მონაწილეობის მსურველებმა გამოგვიგზავნეთ განაცხადი და რეზიუმე 15 თებერვლის 18:00 სთ-მდე შემდეგ ელ-ფოსტაზე: ethicscharter@gmail.com  .

სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ: ” ტრენინგი – ვიზუალიზაციის ეთიკური დილემები”.

საკონტაქტო პირი: თამარ რუხაძე, ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი

ტელ: 599 40 90 31

ელ-ფოსტა: ethicscharter@gmail.com

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test