შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

24.02

2015

განცხადებები / ტრენინგები

ტრენინგ კურსი ჟურნალისტებისათვის ქართულ–აფხაზური კონფლიტის თემაზე

„საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS) „ქართულ-აფხაზურ  ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრთან“ და „ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტთან“ ერთად იწყებს ინტენსიურ ტრენინგ კურს  ჟურნალისტთათვის თემაზე:    კონფლიქტი აფხაზეთში.

მოდული მოიცავს:

აფხაზეთის ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს აღწერას ადრეული მეოცე საუკუნიდან 2008 წლის ომისა და რუსეთ – სოხუმს შორის გაფორმებულ ხელშეკრულების ჩათვლით .

ე.წ. აფხაზეთში მოქმედი პოლიტიკური ძალების, ფორმალური და არაფორმალური ორგანიზაციების, ინტერესთა ჯგუფების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების დეტალურ ანალიზს.

კონლფლიქტის დარეგულირების სამართლებრივ და დიპლომატიურ ჩარჩოს, მათ შორის : სახელმწიფო პოლიტიკას და  საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას.

ტრენინგი მიზნად ისახავს:  

ქართველი ჟურანლისტების ცოდნის გაღრმავებას  ე.წ აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებით

ხელი შეუწყოს კონფლიქტის განვითარების ტენდენციებზე საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებას.  

კურსი განკუთვნილია:  ჟურნალისტებისათვის (მათ შორის სოციალური მედიის წარმომადგენელთათვის)

ტრენინგის ენა: ქართული

კურსის ხანგრძლივობა : სამი სამუშაო დღე

ჩატარების ადგილი : თბილისი  მიცკევიჩის 27 ; ჭავჭავაძის  13

გათვალისწინებულია შესვენება  (ყავა-ჩაი) და ძირითადი შესვენება სადილით.

დეტალურ განრიგს მსმენელები მიიღებენ ტრენინგის დაწყებამდე სამი დღით ადრე.

მონაწილეობის მსურველებმა შევსებული თანდართული აპლიკაცია უნდა გაგზავნონ  არაუგვიანეს 2014 წლის 24 თებერვლისა. აპლიკაციისათვის იხილეთ ბმული  http://form.jotform.me/form/50213041784446

მსმენელთა რაოდენობა  შეზღუდულია, უპირატესობა მიენიჭება ადრეულ აპლიკაციებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის, დაუკავშირდით:

საქართველოს რეფორმების ასოციაციას
საკონტაქტო პირი
გიორგი ჯანგიანი
მობ. : 599 02 53 80
E-mail : g.jangiani@gmail.com

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test