შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

25.02

2015

განცხადებები / ვაკანსიები

საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე

თანამდებობრივი სარგო: 3500 ლარი
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

სამუშაოს აღწერა:

** ადამიანური რესურსების სამსახურის მართვა;
** ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სტრატეგიული გეგმის შემუშავება;
** ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შექმნისა და განხორციელების სისტემების შემუშავება
** თანამშრომელთა მოტივაციის სისტემის შემუშავება და დანერგვა
** თანამშრომელთა შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა 
** ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარების დაგეგმვა და მისი განხორციელების ორგანიზება;
** თანამშრომელთა ტრეინინგების სისტემის შემუშავება და დანერგვა
** ადამიანური რესურსებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება 
** თანამშრომლების სამუშაოს აღწერილობების შემუშავება
** კადრების მოზიდვისა და შერჩევის პროცესის მართვა და კოორდინირება
** თანამშრომელთა შრომითი კმაყოფილებისა და ლოიალობის დონის კვლევა/ამაღლება
** ორგანიზაციაში ერთიანი კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელია უმაღლესი განათლება შემდეგ ერთ-ერთ სფეროში:

** ადამიანური რესურსების მართვის
** ბიზნეს ადმინისტრირების
** ეკონომიკის სფერო
** ფსიქოლოგიის
** სასურველია მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი

2. აუცილებელია ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება, (აუცილებელია ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება);
3. აუცილებელია ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
4. სასურველია რუსული ენის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მენეჯერული უნარები;
** ლიდერობა;
** პროექტებისა და პროცესების მართვა;
** დროის მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და სწრაფად აღმოფხვრის უნარი;
** კრიზისული სიტუაციების მართვა.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში,  გაგზავნეთ თქვენი რეზიუმე და დიპლომის ასლი შემდეგ ელ.ფოსტაზე: k.gugushvili@gpb.ge 2015 წლის 25 თებერვლამდე და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

დაუკავშირდებაინ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test