შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

02.09

2015

განცხადებები / კონკურსები

NDI აცხადებს ტენდერს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების დონის ასამაღლებელი კამპანიის ჩატარებაზე

NDI იწვევს სარეკლამო, მარკეტინგულ და/ან PR კომპანიებს ქალთა პოლიტიკური ჩართულობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის დეგეგმვისა და განხორციელების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა  წარმოადგინონ საკუთარი ხედვა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩასატარებელი, ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის შესახებ. წარმოდგენილი შეთავაზება უნდა ფოკუსირდეს საზოგადოების სურვილზე, გაიზარდოს ქალების როლი პოლიტიკაში, რომელიც დაფუძნებული იქნება საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზე. ეს იქნება კამპანია კვოტაზე და კამპანია პოლიტიკაში მეტი ქალის არსებობის საჭიროების შესახებ. კამპანიის მესიჯები, ასევე უნდა ფოკუსირდეს იმის ახსნაზე, თუ რატომ არის საჭირო მეტად წარმომადგენლობითი პოლიტიკური სტრუქტურების არსებობა და ასევე იმაზე, რომ წაახალისოს ქალების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობა. ცნობიერების ასამაღლებელმა კამპანიამ პროცესში უნდა ჩართოს  თანამდებობის პირი ქალები და პოლიტიკური პარტიების ლიდერი ქალები, როგორც პოზიტიური მაგალითები.

შემოთავაზებული კამპანია ჩატარდება 2015 წლის განმავლობაში ორ ტალღად, რათა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხი განაგრძობდეს პოლიტიკურ დღის წესრიგში აქტუალურად ყოფნას. კამპანია ჩატარდება ორ ეტაპად. ეტაპი 1: მარტი - აპრილი/მაისი - ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია კონცენტრირდება ქალთა პოლიტიკურ ჩართულობასა და სავალდებულო კვოტებზე. ეტაპი 2: სექტემბერი-დეკემბერი -  ცნობიერების ამაღლება ქალთა პოლიტიკურ ჩართულობაზე 2016 წლის საპარლამენტი არჩევნებისთვის - კამპანია ხაზს გაუსვამს ქალების როლს და მოუწოდებს ქალებს, არჩევნებში კენჭის ყრისა და მეტი პოლიტიკური აქტივობისკენ.

ტენდერში მონაწილე კომპანიას უნდა გააჩნდეს სარეკლამო, მარკეტინგის და/ან PR  სფეროში საქმიანობის გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული დოკუმენტი.

თანდართულიდოკუმენტი

1.1. ჩვენ შესახებ

წინამდებარე ტენდერი ცხადდება NDI–ის პროექტის ფარგლებში, რომელსაც Sida აფინანსებს. ტენდერის შედეგად, უნდა გამოვლინდეს გამარჯვებული კერძო კომპანია ან რამდენიმე კომპანიის გაერთიანება, რომელიც ჩაატარებს საზოგადოების ცნობიერების დონის ასამაღლებელ კამპანიას ქალების პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჩართულობის გაზდრის პოზიტიური შედეგების შესახებ.

1.2. კონკურსის შესახებ

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპი: კანდიდატების შერჩევა მათ მიერ წარმოდგენილი პორტფოლიოს და რეკომენდაციების მიხედვით. მეორე ეტაპი:  პირველი ეტაპის შედეგად შერჩეულ კანდიდატებს მიეცემათ დამატებითი დავალება – წარმოადგინონ პიარკამპანიის დეტალური, დროში გაწერილი სტრატეგია, მედიაგეგმა და ბიუჯეტი – რომელთა განხილვაც მოხდება მეორე ტურის ფარგლებში, კომისიასთან ინტერვიუს დროს. ამის შემდგომ, სატენდერო კომისია შეარჩევს ერთ გამარჯვებულ კომპანიას/კომპანიების გაერთიანებას.

სატენდერო კომისია ასევე იტოვებს უფლებას დაიწუნოს ყველა სატენდერო წინადადება, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ტენდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. NDI ტენდერის მეორე ტურში გასულ მონაწილეებთან, წარმოდგენილ წინადადებებზე დაიცავს მათ კონფიდენციალურობას და მონაწილეების საავტორო უფლებებს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, NDI არ დაფარავს არანაირ ხარჯებს, რომლებიც აღნიშნული სატენდერო წინადადების მომზადებასთან იქნება დაკავშირებული.

1.3. საკომუნიკაციო არხები

ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა გამოიყენოს რაც შეიძლება მრავალფეროვანი საკომუნიკაციო არხები, რაც მოიცავს ინფორმაციის გადაცემის როგორც კარგად დამკვიდრებულ და აპრობირებულ მედიუმებს, ასევე, შეძლებისდაგვარად, სხვა ინოვაციურ მიდგომებსაც. ცნობიერების დონის ასამაღლებელი კამპანია შესაძლოა მოიცავდეს: სარეკლამო რგოლების დამზადებასა და განთავსებას, ტელევიზიის, გაზეთის, რადიოს, სოციალური მედიის და სხვა საშუალებებით; გარე სარეკლამო ბანერებს, სატელევიზიო სიუჟეტებსა და გადაცემებს, ასევე სხვადასხვა კრეატიულ ხერხებს სამოქალაქო ორგანიზაციების როლისა და საქმიანობაის შესახებ  მოსახლეობის ინფორმირებისათვის. საკომუნიკაციო არხები თითოეული სამიზნე აუდიტორიისთვის თავად ტენდერში მონაწილე კომპანიის მიერ წარმოდგენილ სატენდერო წინადადებაში უნდა იყოს განსაზღვრული.

1.4. პიარკამპანიის სამიზნე აუდიტორია

სამიზნე აუდიტორია: მოსახლეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პირველადი სამიზნე აუდიტორია: ქალები (18–45) მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მეორადი სამიზნე აუდიტორია: ახალგაზრდები (15-30) მთელი ქვეყნის მასშტაბით

მედიაგეგმა და კამპანია უნდა ითვალისწინებდეს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის სპეციფიკას.

ნაწილი II: ინსტრუქცია და მოთხოვნები ტენდერში მონაწილე კომპანიებისთვის

2.1. ტენდერის ფარგლებში წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა პირველ ეტაპზე უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია:

  • ზოგადი ინფორმაცია ტენდერში მონაწილე კომპანიისა და მისი დამფუძნებლების შესახებ და მათი ბიოგრაფიები (CV) (თანდართული უნდა იყოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);

 ●  პორტფოლიო: ინფორმაცია ორგანიზაციის გამოცდილების შესახებ მსგავსი პიარ კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელების კუთხით და დამკვეთი კომპანიების ჩამონათვალი. პორტფოლიო ასევე უნდა მოცავდეს მინიმუმ ერთ, ჩატარებული კამპანიის მაგალითს - კამპანიის აღწერა, მიზნები და შექმნილი პროდუქტები;

  • რეკომენდაციები ბაზარზე მოქმედი მინიმუმ 3 კომპანიისგან კონკრეტულ სარეკლამო ვიდეორგოლებზე
  • ხვა ინფორმაცია, რაც  შეიძლება რელევანტური იყოს ტენდერისთვის;

მეორე ეტაპზე გასულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადება, რაც გულისხმობს:

(ა) პიარკამპანიის დეტალურ, დროში გაწერილ სტრატეგიას რომელიც უნდა მოიცავდეს: (i) პიარ კამპანიის ერთ (ან რამდენიმე) მთავარ სლოგანს; (ii) ინფორმაციას, იმის შესახებ, თუ რა გზით, კომუნიკაციის რომელი არხებით, როგორი ტიპის მესიჯებითა და გზებით განხორციელდება აღნიშნული  კამპანია; და (iii) ერთი მაგალითი/ნიმუში იდეისა, რასაც განახორციელებთ პიარკამპანიის ფარგლებში; (iv) ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის ეფექტიანობის შეფასების მექანიზმები.

 (ბ) დროში გაწერილ მედიაგეგმას (i) კონკრეტული აქტივობებით/ღონისძიებებით; (ii) ბიუჯეტით;  (iii) მედიასაშუალებების მითითებით, რომლებსაც გამოიყენებთ; (iv) მომზადების დროის მითითებით, მაგალითად, რა დრო იქნება საჭირო კონკრეტული პროდუქტის მოსამზადებლად და რა დრო მის გასათავსებლად და ა.შ. ასევე სხვა სახის ინფორმაციას, რაც მედიაგეგმისთვის რელევანტურად მიგაჩნიათ.

ბიუჯეტი უნდა მოიცავდეს კამპანიის პროდუქტების შექმნის, განთავსების ხარჯებს, ასევე  დაქირავებული პერსონალის ანაზღაურებასა და ყველა სხვა საჭირო ხარჯს, წარმოდგენილს ექსელის ფორმატაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 40,000 ლარს.

 2.3. დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადა

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა ზემოთ მითითებული დოკუმენტები ქართულ და ინგლისურ ენებზე, დალუქული კონვერტით უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 23 თებერვალს. სატენდერო დოკუმენტაცია უნდა მიიტანოთ NDI-ის ოფისში: თაბუკაშვილის 3. კონვერტზე აუცილებელია  წარწერის: Awareness Raising Campaign მითითება.

არასრულყოფილი განაცხადები სატენდერო კომისიის მიერ არ განიხილება.

ტენდერის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება:

ტენდერის შესახებ ყველა შეკითხვა თუ განმარტება შეგიძლიათ მიიღოთ ტელეფონის ნომერზე 0322 93 58 30 or ან წერილობით ელ.ფოსტის საშუალებით tmuseridze@ndi.org საკონტაქტო პირი – თიკა მუსერიძე. დანიშნულების ველში აუცილებლად მიუთითეთ Awareness Raising Campaign.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test