შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

19.10

2019

განცხადებები / ანონსი

სამოქალაქო მოსმენა თემაზე: რუსეთის საინფორმაციო გავლენა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე

14 თებერვალს, თბილისში,   გაიმართება სამოქალაქო მოსმენა თემაზე: რუსეთის საინფორმაციო გავლენა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე.

ღონისძიება ტარდება  13:00 საათზე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის 105-ე აუდიტორიაში, მისამართზე: ალექსიძის ქ. 8 (სპორტის სასახლის უკან).

აზერბაიჯანის მხრიდან მოხსენებით გამოვა ჟურნალისტი ქემალ ალი, სომხეთის მხრიდან-რუბენ მეგრაბიანი, ინტერნეტ-გამოცემა  1in.am-ის რუსულენოვანი სამსახურის რედაქტორი, პოლიტიკური და საერთასორისო კვლევების სომხური ცენტრის ექსპერტი. სამოქალაქო მოსმენაზე საქართველოს წარმოადგენს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი, რეგიონული განვითარების და თანამშრომლობის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი გაბრონიძე.

ღონისძიება ტარდება პროგრამის - „კავკასიის სიმბოლური სასამართლო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით და სამოქალაქო მოსმენები კავკასიის ქვეყნების დემოკრატიის სამსახურში“ - ფარგლებში. პროგრამის მხარდამჭერია ამერიკული ფონდი "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" (National Endowment for Democracy - NED).

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test