შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

18.02

2015

განცხადებები / ანონსი

ევროკავშირის ინიციატივით საქართველოში ევროკავშირის კინოფესტივალი 2015 იწყება

„ევროკავშირის კინოფესტივალი 2015“ -ის გახსნის ცერემონიალი გაიმართება 20 თებერვალს, 18:00 საათზე, კინოთეატრის „ამირანი“ დიდ დარბაზში მისამართზე; თბილისი, კოსტავას ქუჩა 36. გახსნის ცერემონიალის შემდეგ ნაჩვენები იქნება იტალიელი რეჟისორის ფრანჩესკა კომენსინის ფილმი „განსაკუთრებული დღე“ და პორტუგალიური მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ევროკავშრის ფილმების ფესტივალი 2015 20 თებერვალს საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიხსნება.

საქართველოში ევროკავშირის კინოფესტივალი უკვე მეორედ იმართება. ფესტივალის მიზანია, კინოხელოვნების გზით ევროპული კულტურის მრავალფეროვნებისა და ძირითადი ღირებულებების გაცნობა, რაც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას შეუწყობს ხელს. ევროკავშირის კინოფესტივალი 20 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით ერთდროულად გაიმართება საქართველოს ხუთ  ქალაქში: თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოების ხელშეწყობით ქართველი მაყურებელი იხილავს მნიშვნელოვან ევროპულ ფილმებს. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ჩვენებები შვედეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, იტალიის, ლიტვის, პორტუგალიის, ნიდერლანდების, ესტონეთის და დანიის საელჩოების მიერ წოდებული ფილმებისა. წარმოდგენილ ფილმებს არაერთი აღიარება და ჯილდო აქვს მოპოვებული ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში.

ფესტივალის ფარგლებში ცნობილი ქართველი კინოკრიტიკოსები სხვადასხვა ქალაქებში დისკუსიებს გაუძღვებიან

სეანსებზე დაწრება თავისუფალია.

ფილმებისა და ჩვენებების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერზე:  www.eufilm.ge .

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test