შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

28.03

2015

განცხადებები / კონკურსები

მილენა ესენსკას სახელობის სასტიპენდიო პროგრამა პროფესიონალი ჟურნალისტებისთვის

ვენის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ინსტიტუტი გამოცდილ ევროპელ ჟურნალისტებს, მათ შორის საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან, იწვევს მილენა ესენსკას (Milena Jesenská) სახელობის  სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 28 მარტი.
სტიპენდია კონკურსის გამარჯვებულებს ვენაში (ავსტრიის დედაქალაქი) გამგზავრების და სამი თვის განმავლობაში კვლევითი სამუშაოების ჩატარების საშუალებას მისცემს. სტიპენდიები განკუთვნილია კულტურის თემაზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის, თუმცა აპლიკაციების გაგზავნა შეუძლიათ ასევე ევროპის ქვეყნებში სოციალური მდგომარეობის გაშუქებაზე  და  ვენის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ინსტიტუტის (Institute for Human Science)  პრიორიტეტულ თემებზე მომუშავე ჟურნალისტებს.

სტიპენდიის ოდენობა ყოველ მონაწილეზე განსაზღვრულია 7500 ევროს ოდენობით.  კონკურსში გამარჯვებულები უზრუნველყოფილნი იქნებიან ოფისით, ინტერნეტით და კვლევისთვის საჭირო სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია დამატებითი გრანტის -  1900 ევროს მოპოვება,  იმ შემთხვევაში,  თუ საჭირო გახდა მგზავრობა კვლევის საწარმოებლად.

სტიპენდიის მაძიებლებს უნდა გააჩნდეთ პროფესიულ მედიაში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება. კვლევის პროექტი უნდა დაიწეროს ინგლისურ ენაზე.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 28 მარტი.
მილენა ესენსკა, (1896-1944) გამჭრიახი პოლიტიკური კომენტატორი,  ასევე იყო ერთგვარი შუამავალი   გერმანულ და ჩეხურ კულტურებს შორის.  ანტიფაშისტური საქმიანობისთვის ის საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა სადაც 1944 წელს გარდაიცვალა.

სასტიპენდიო პროგრამის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია იხილეთ მილენა ესენსკას სახელობის სასტიპენდიო პროგრამის ვებ-გვერდზე.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test