შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

27.02

2015

განცხადებები / ტრენინგები

ტრენინგი მედიაში შრომითი უფლებების დაცვის და ცნობადობის ამაღლებისთვის

„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ აცხადებს განაცხადების მიღებას ჟურნალიტებისათვის მედიაში შრომითი უფლებების დაცვის ცნობადობის ამაღლებასთან დაკავშირებულ ტრენინგზე.

ტრენინგი განკუთვნილია თბილისში (მომავალში იგეგმება იგივე ტრენინგი რეგიონებში) მოქმედი მედიასაშუალებების ჟურნალისტებისთვის.

ტრენინგზე მონაწილეები შეისწავლიან ევროპაში აპრობირებულ, მედიაში შრომით საქმიანობებთან დაკავშირებულ კანონმდებლობას და პროფესიული კავშირების მუშაობის პრინციპებს, მეთოდებს.

ტრენინგი 2015 წლის მარტის დაწასყისში ოთხი დღის განმავლობაში თბილისში ჩატარდება. ტრენინგის დაწყების თარიღი/დრო/ადგილი და განსახილველი თემები მოგვიანებით მიეწოდებათ შერჩეულ მონაწილეებს.

ტრენინგს ჩაატარებს ბრიტანელი ექსპერტი, არჯუმანდ ვაჯიდი, ბიბისის 30 წლიანი სტაჟის ჟურნალისტი, ბიბისის პროფესიული კავშირის წარმომადგენელი.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 09:00 სთ-დან 18:00 სთ.-მდე.

განმცხადებლებმა უნდა წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: Eugene@iagj.org.ge  და მოკლედ აღწერონ, თუ რატომ სურთ მიიღონ მონაწილეობა აღნიშნულ ტრენინგზე. (აუცილებელი მოთხოვნაა ფოსტის გამოგზავნისას მიუთითოთ ტრენინგის სახელწოდება)

ტრენინგში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 27 თებერვალი. ტრენინგზე მონაწილეობა უფასოა და შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან 2015 წლის 28 თებერვლამდე.

მოკლე ინფორმაცია პროექტზე  და მისი განმხორციელებელი ორგანიზაციების შესახებ:

“საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია~ `ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციასთან~ ერთად ანხორციელებს რეგიონალური მასშტაბის ევროკავშირის პროექტს -  "Improving the Capacity of Journalists Trade Union in South Caucasus",  რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში მედიისა და ჟურნალისტების სოლიდარობის ინსტიტუტის განვითარება-გაძლიერებას, დამოუკიდებელი მედია-პროფკავშირების შექმნა-გაძლიერებას. (`საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია~ 2000 წლიდან არის `ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის~ წევრი ორგანიზაცია. www.ifj.org)

პროექტის ფარგლებში ასოციაციას დაგეგმილი აქვს შეხვედრები მედიის წარმომადგენლებთან საქართველოს დედაქალაქსა და სხვადასხვა რეგიონებში, რომ შეისწავლოს მედიაში არსებული მდგომარეობა. ევროკავშირის ამ 3-წლიანი პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგები და რიგი ღონისძიებები.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test