შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

10.03

2015

განცხადებები / ვაკანსიები

გახდი მულტიმედია ჟურნალისტი - „ქუთაისიპოსტი“ იწვევს აქტიურ ახალგაზრდებს

საინფორმაციო პორტალი "ქუთაისიპოსტი"(www.kutaisipost.ge) აცხადებს კონკურსს აქტიური ახალგაზრდებისთვის სტაჟირების პროგრამაზე.

"ქუთაისიპოსტი" სამთვიან უფასო სტაჟირებაზე იწვევს აქტიურ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურვილი აქვთ გახდნენ მულტიმედია ჟურნალისტები და დაინტერესებულნი არიან ახალ მედიაში მუშაობით. 

სტაჟირების პროგრამის მონაწილეები "ქუთაისიპოსტის" რედაქციაში გაივლიან ტრენინგ კურსს ახალი მედიის წარმოების საკითხებში: შეისწავლიან ახალი მედიის ინსტრუმენტების გამოყენებას, ასევე, "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტებთან ერთად იმუშავებენ მულტიმედია პროდუქტის დაგეგვასა და შექმნაზე. შეისწავლიან როგორც ტექსტურ მასალებზე მუშაობას, ასევე, არსებული სტანდარტების მიხედვით, ფოტო-ვიდეო გადაღებას და მონტაჟს.

კურსის დასრულების შემდეგ სტაჟიორები მიიღებენ სერთიფიკატს.

გარდა ამისა, სამთვიანი სტაჟირების პროგრამის დასრულების შემდეგ, "ქუთაისიპოსტი" სტაჟიორებისთვის გამოაცხადებს კონკურსს. კონკურსზე სტაჟიორი, ინდივიდუალურად მოამზადებს ვიდეორეპორტაჟს, მის მიერვე შერჩეულ თემატიკაზე. 

კონკურსის შედეგად გამოვლინება სამი გამარჯვებული, რომლებიც "ქუთაისიპოსტისგან" მიიღებენ ფასიან პრიზებს, ასევე, მათ შეასაძლებლობა მიეცემათ დასაქმდნენ "ქუთაისიპოსტში".

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია როგორც ქუთაისში, ასევე, იმერეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აქტიურ ახალგაზრდებს. 

სტაჟირების პროგრამაში მონაწილე უნდა ფლობდეს კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს (ბეჭდვა, ინტერნეტში მასალების მოძიება, სოციალური ქსელები).

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი, რატომ გსურთ სტაჟირების კურსის გავლა "ქუთაისიპოსტში"  CV და სამოტივაციო წერილი გამოგზავნეთ ელ.ფოსტაზე: kutaisipost@gmail.com გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში ((Subject) მიუთითოთ  - "სტაჟირების პროგრამა" განცხადებები მიიღება მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან 10 მარტამდე. 

"ქუთაისიპოსტი" თავად დაუკავშირდება შერჩეულ კანდიდატებს.

 სტაჟირების პროგრამის მიზანია, ახალი კადრების, (რომლებიც შესაძლოა სულაც არ იყვნენ ჟურნალისტები, მაგრამ სამოქალაქოდ აქტიურები პირები იყვნენ) მოძიება და მხარდაჭერა, სტუდენტ-ახალგაზრდებთან აქტიური თანამშრომლობა და მათი ხელშეწყობა.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test