შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

15.04

2015

განცხადებები / კონკურსები

„ინტერნიუსის“ ვიდეოკონკურსი „ჩემი არჩევანი“

ხარ კრეატიული და აქტიური ახალგაზრდა?

გაქვს სურვილი დააფიქსირო შენი აზრი და ჩაერთო ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში?

მაშინ მიიღე მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტერნიუსი - საქართველოს“ ვიდეოკონკურსში „ჩემი არჩევანი“, უპასუხე კითხვაზე: “როგორ შეიძლება შეცვალოს არჩევნებმა თქვენი ცხოვრება?“, ატვირთე ვიდეო ონლაინ და გააზიარე ჩვენს Facebook გვერდზე.

ვიდეოკონკურისის მიზანია გავააქტიუროთ პოტენციური ამომრჩეველი, დავაფიქროთ არჩევნების მნიშვნელობაზე, გამოვავლინოთ ახალგაზრდების შეხედულებები არჩევნების შესახებ.

კონკურსი, ე.წ. „ვირუსული ვიდეოს“ პრინციპით ჩატარდება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 16-დან 30 წლამდე. მსურველებმა კონკურსის კითხვაზე: “როგორ შეიძლება შეცვალოს არჩევნებმა თქვენი ცხოვრება?“ 1-2 წუთიანი სამოყვარულო ვიდეო უნდა გადაიღონ მობილურით და ატვირთონ  პროექტის Facebook გვერდზე (https://www.facebook.com/ivoterscompetition?ref=hl) 2015 წლის 15 აპრილამდე.

პროექტის დასასრულს, 2015 წლის აპრილში ე.წ. „ლაიქებისა და შეარების“ მიხედვით 3 საუკეთესო, კრეატიული ვიდეორგოლის ავტორი გამოვლინდება. გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან ფულადი პრიზებით: I ადგილი - 400 ლარი, II ადგილი - 330 ლარი, III ადგილი - 230 ლარი.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599 96 86 76 ეკა კაკულია

ტექნიკური დახმარების საჭიროების შემთხვევაში დარეკეთ:  577 42 88 30 დავით მაკარიძე

კონკურსი ხორციელდება სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ ფინანსური მხარდაჭერით პროექტის, „მედია და ინფორმირებული ამომრჩევლი“,  ფარგლებში. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test