შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

09.03

2015

ტრენინგები

მართვის აკადემია აცხადებს მსმენელთა მიღებას კურსზე, თემა -ფონდების მოძიების სტრატეგია

კურსი განკუთვნილია დამწყები და მოქმედი ფანდრეიზერებისთვის, ვინც მიზნად ისახავს პროფესიული ცოდნის მიღებას და დონორებთან ურთიერთობისა და ფონდების მოძიების პროცესის სტრატეგიულ მართვას.

რას მიიღებ კურსის გავლით

კურსის გავლის შედეგად მსმენელები შეიძენენ  სტრატეგიული მართვისა და ფონდების მოძიების უნარებსა და ცოდნას; შეძლებენ განსაზღვრონ დონორებთან ურთიერთობის მიზნები, პრიორიტეტული ამოცანები და სამოქმედო გეგმა; ისწავლიან ორგანიზაციისა და დონორების ინტერესების შეჯერებას; იმსჯელებენ ავტონომიურობისა და ანგარიშვალდებულების საკითხებზე; გაეცნობიან ფონდებიდან, კორპორაციებიდან და ინდივიდუალური დონორებიდან ფონდების მოთხოვნას და ინსტრუმენტებს (ROPES), რომლებიც  ფონდების მოთხოვნის პროცესში გამოიყენება.

ტრენინგი ითვალისწინებს ქეისების განხილვას.

კურსის დასასრულს, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ თავიანთ ორგანიზაციებს წარუდგინონ ფონდების მოძიების გრძელვადიანი სტრატეგიის მონახაზი და ერთი საპროექტო წინადადება;

კურსს, რომელიც დაიწყება 9 მარტს,  გაუძღვება მაია მიქაშავიძე, მართვის აკადემიის დამფუძნებელი,  ტრენერი.

ყველა მონაწილე მიიღებს შესაბამის სერთიფიკატს.

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მართის აკადემიის ვებ-გვერდზე.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test