შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

06.03

2015

განცხადებები / ანონსი

პროექტის - „რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ - შედეგების პრეზენტაცია

6 მარტს, 11:00 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი აწყობს პროექტის - „რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ - შედეგების პრეზენტაციას.

ღონისძიება ტარდება, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში, მისამართი: მ. ქანთარიას ქ. 11ა, (ყოფილი გაგარინის II შესახვევი), 0 სართული.

პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრმა შეისწავლა ბოლო პერიოდში საქართველოში დაფიქსირებული რელიგიური შეუწყნარებლობისა და რელიგიის თავისუფლების დარღვევის სხვადასხვა ფაქტები, ასევე - რელიგიური დაპირისპირებისა და რელიგიური ნიშნით დევნის შემთხვევები, მათ შორის: ქალაქ ქობულეთსა და  ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მოხეში, ჭელასა და ფლატეში.  მონიტორინგმა გამოავლინა სამართალდამცავთა მხრიდან რელიგიური ნიშნით განხორციელებული დევნის სავარაუდო შემთხვევა იეჰოვას მოწმის მიმართ.

პროექტი განხორციელდა კანადის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

საკონტაქტო პირი: ნინო ცაგარეიშვილი - 593 53 29 19

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test