შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

09.07

2020

განცხადებები / ანონსი

GNCC -სთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის პრესკონფერენცია

2015 წლის 15 მარტს, 14:00-ზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან (GNCC) მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პრესკონფერენციას მართავს. (მისამართი: ქეთევან წამებულის გამზირი, ბოჭორმის ქუჩა 50/18).

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით,  პრესკონფერენციაზე, საზოგადოებრიცი დამცველი მოწვეულ სტუმრებს გააცნობს დამცველის სამსახურის ძირითად საქმიანობას და კონცეფციებს. პრესკონფერენციის მთავარი თემები იქნება:
-საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ ყოველწლიურად გაწეული საქმიანობის ანგარიში.
-2014 წელს დაფიქსირებული საჩივრების სტატისტიკა და რეაგირების შედეგები;
-სამომავლო ღონისძიებები.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური შეიქმნა „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, რომელიც მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შესაქმნელად მარეგულირებელ ორგანოსთან მარეგულირებელი კომისიის აპარატისგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციონირების მიზანია ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test