შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

10.03

2015

ტრენინგები

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გიწვევთ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად

ტრენინგი, “უმცირესობათა საკითხების გაშუქება”, განკუთვნილია ქარტიის რეგიონული წევრებისთვის.

ტრენინგი ორდღიანია და გაიმართება 25 და 26 აპრილს, თბილისში, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისში.

ტრენინგის ორგანიზატორია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ტრენინგი იმართება საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოს (IREX) პროგრამის “მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის: (M_TAG) ფარგლებში.

ტრენინგი აგებულია პრაქტიკული მაგალითების მიხედვით და შედგება ორი მიმართულებისგან - პირველი დღე დაეთმობა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების გაშუქებას, ხოლო მეორე დღე - სექსუალურ უმცირესობებსა და გენდერის თემატიკას.

ტრენერები: ეკა ჭითანავა, ეკა აღდგომელაშვილი.

მონაწილეობის მსურველებმა გამოგვიგზავნეთ განაცხადი და რეზიუმე 10 აპრილის 18:00 სთ-მდე შემდეგ ელ-ფოსტაზე: ethicscharter@gmail.com  .

სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ: " ტრენინგი - უმცირესობათა საკითხების გაშუქება".

ქარტია ანაზღაურებს ტრენინგის მონაწილეთა მგზავრობის ხარჯებს და უზრუნველყოფს ერთი ღამით მათ დაბინავებას.

ტრენინგის დღის წესრიგი და დამატებითი დეტალები შერჩეულ მონაწილეებს ეცნობებათ რამდენიმე დღით ადრე. ტრენინგის მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობაა 20 ადამიანი.

საკონტაქტო პირი: თამარ რუხაძე
ტელ: 599 40 90 31
ელ-ფოსტა: ethicscharter@gmail.com

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test