შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

26.03

2015

განცხადებები / ანონსი

რადიო თავისუფლება ”თავისუფლების დღიურების” პრეზენტაციას მართავს

26 მარტს, 18 საათზე, გაიმართება რადიო „თავისუფლების დღიურების“ მორიგი, მეცხრე წიგნისა და მისი ავტორების მონაწილეობით გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია.

„თავისუფლების დღიურები“ რადიო „თავისუფლების“ პროექტია. მის ფარგლებში სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ადამიანები ერთი კვირის განმავლობაში აწარმოებენ ჩანაწერებს, რომლებიც ყოველი წლის დასაწყისში წიგნად იკინძება და ერთგვარად აჯამებს განვლილ 365 დღეს. „თავისუფლების დღიურები 2014“-ს, ისევე, როგორც მის რვავე წინამორბედს, 52 ავტორი ჰყავს. პრეზენტაცია გაიმართება საქართველოს მწერალთა სახლში (ივანე მაჩბლის #13/13).

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test