შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

02.04

2015

ტრენინგები

IREX იწვევს ჟურნალისტებს სასწავლო კურსზე: საქართველოს ნატოში ინტეგრაცია, რეალობა და გამოწვევები

პროგრამა “მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული  მმართველობისთვის“ (M-TAG),  რომელსაც საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს, IREX იწვევს ჟურნალისტებს (რეპორტიორებს, კორესპონდენტებს) სასწავლო კურსზე: საქართველოს ნატოში ინტეგრაცია, რეალობა და გამოწვევები

ექვსკვირიან ინტერაქტიულ სასწავლო კურსს გაუძღვება ნატოში საქართველოს წარმომადგენლობის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან დოლიძე.

ჟურნალისტებისთვის ჩატარდება 12 ორსაათიანი სესია შემდეგ საკითხებზე: ნატო-საქართველოს პარტნიორობის პრაქტიკული და პოლიტიკური ასპექტები; საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მექანიზმები - ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, ნატო საქართველოს კომისია და არსებით ღონისძიებათა პაკეტი; საქართველოში არსებული შიდა პოლიტიკური გამოწვევები და მათი გავლენა ნატო-ში ინტეგრაციის პროცესზე; თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში - თავსებადობა ალიანსთან; ნატო-ს გაფართოება - ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოების გავლენა რეგიონულ უსაფრთხოებაზე; ნატო-რუსეთის თანამშრომლობა, რეალობა და გამოწვევები; საქართველოს პროგრესი ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე - ბუქარესტიდან უელსის სამიტამდე და ხედვა ვარშავის სამიტისთვის.

სასწავლო კურსის დროს, სესიებზე მოწვეული იქნება 3 სტუმარი - დარგის სპეციალისტი.

სასწავლო კურსი ჩატარდება 20 აპრილიდან  31 მაისამდე და კურსის ხანგრძლივობა 24 აკადემიური საათი იქნება. მონაწილეები ლექტორთან ერთად შეარჩევენ კვირის დღეებს სესიების ჩასატარებლად და სესიის დაწყების დროს. სესიები  ჩატარდება კვირაში ორჯერ, IREX-ის ოფისში შემდეგ მისამართზე: თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 6. 

სასწავლო კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისში მომუშავე ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მიიღონ სიღრმისეული ცოდნა საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე და აქვთ აღნიშნულ თემაზე მასალების მომზადების გარკვეული გამოცდილება.

სასწავლო კურსის მონაწილეებმა უნდა მოამზადონ ჟურნალისტური მასალები საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე.

ტრენინგების ორგანიზატორია საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მხარდაჭერილი  პროგრამის “მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის” (M-TAG) ფარგლებში.

სასწავლო კურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაგზავნონ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი. ორივე დოკუმენტი უნდა გააგზავნონ არაუგვიანეს  2 აპრილის 18:00 საათისა, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: training-georgia@irex.org

სამოტივაციო წერილი არ უნდა აღემატებოდეს ერთ გვერდს და ის უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კანდიდატის შესაბამისი გამოცდილების შესახებ (მიუთითეთ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაზე მომზადებული მასალების ჩამონათვალი და შესაბამისი ბმული). წერილში უნდა იყოს მითითებული თუ რატომ დაინტერესდა ჟურნალისტი აღნიშნული სასწავლო კურსით და როგორ აპირებს სესიებზე მიღებული ცოდნის გამოყენებას.

მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია და კანდიდატები შეირჩევიან რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის განხილვის შედეგად.

გამარჯვებულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან 8 აპრილამდე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით IREX M-TAG პროგრამას.

ტელ.: 2 91 26 08

M-TAG პროგრამა ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test