შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

28.03

2015

ანონსი

„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ გიწვევთ „თანამედროვე ჟურნალისტიკის განვითარების პროექტის“ პრეზენტაციაზე

28 მარტს 12:00 სთ-ზე „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ გიწვევთ კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, „თანამედროვე ჟურნალისტიკის განვითარების პროექტის“ პრეზენტაციაზე.

„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“, „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის“ მხარდაჭერით იწყებს თანამედროვე ჟურნალისტიკის განვითარების პროექტს, რომლის მიზანსაც საქართველოში საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარება და  ჟურნალისტებში საგამოძიებო ფილმების მომზადების წახალისება წარმოადგენს. 

პროექტი ითვალისწინებს  ჟურნალისტებისთვის, როგორც ტრენინგ-კურსის ჩატარებას საგამოძიებო ჟურნალისტიკის სფეროში სამართლებრივი და ჟურნალისტური მიმართულებით, ასევე, პრაქტიკული სამუშაოების შესრულებას.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება „საქართველოს მედია კლუბი ჟურნალისტიკის განვითარებისთვის“, რომელიც ჟურნალისტების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას მოემსახურება.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საინფორმაციო სააგენტოებსა და საგამოძიებო  სტუდიებში დასაქმებულ ჟურნალისტებს.

პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია. ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაციის ფორმა.

მის: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 10 საკონტაქტო პირი:
შოთა როსტომაშვილი - (+995) 577 05 61 17

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test