შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

15.04

2015

ტრენინგები

Go Group Media აცხადებს მიღებას „კავკასიის ავტორთა კურსის“ სასწავლო პროგრამაზე

Go Group Media აცხადებს მიღებას „კავკასიის ავტორთა კურსის“ (CAC სკოლა) 2015 წლის სასწავლო პროგრამაზე. კურსი განკუთვნილია კავკასიის ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა (30 წლამდე) ჟურნალისტებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ გარკვეული გამოცდილება და სურთ გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა და შეიძინონ ახალი პრაქტიკული უნარები.

პროგრამის ფარგლებში ჟურნალისტები შეისწავლიან კინოდოკუმენტალისტიკისა და ფოტოგრაფიის თანამედროვე სტანდარტებსა და პრინციპებს, ასევე გაივლიან კონფლიქტის მედია ანალიზის აკადემიურ კურსს. სტუდენტებს ჩაუტარდებათ ინტენსიური ტრენინგები ონლაინ და რეალურ რეჟიმში.

კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. შერჩეული სტუდენტები ვალდებულები იქნებიან პროგრამის დასასრულს წარადგინონ სამი საკურსო ნამუშევარი: დოკუმენტური ფილმი, ფოტოისტორია, კონფლიქტის თემაზე მომზადებული ტექსტური მასალა.

კურსის მსვლელობისას სტუდენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან სათანადო აპარატურით (ფოტო და ვიდეოკამერით).

სწავლება მიმდინარეობს რუსულ ენაზე. საკმარისია რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა (აპლიკანტს უნდა შეეძლოს რუსულად თავისუფლად საუბარი და კითხვა).

კურსდამთავრებულები მიიღებენ სერთიფიკატს. სწავლების ხანგრძლივობაა 8 თვე. სასწავლო პერიოდი 2015 წლის მაისი-დეკემბერი. სწავლა უფასოა.

პროგრამა ხორციელდება მედიის, კომუნიკაციებისა და განვითარების ფინური ფონდის- VIKES, ჰოლანდიური ორგანიზაცია Free Press Unlimited-ისა და Black Sea Trust-ის  მხარდაჭერით.

მსურველებმა უნდა გამოგზავნონ სამოტივაციო წერილი, პროფესიული ბიოგრაფია (CV) და ორი სარეკომენდაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე: maka.tsnobiladze@gogroupmedia.net

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 15 აპრილი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ორგანიზაციის  ვებგვერდს ან დაუკავშირდით: 236 54 33, 599 57 62 65

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test