შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

20.04

2015

კონკურსები

რადიო ჰერეთი აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის

რადიო „ჰერეთი“ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“  ფინანსური მხარდაჭერით, კახეთის რეგიონში იწყებს პროექტის „რადიო ბლოგი“ განხორციელებას.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად ჰერეთი  1-დან 20 აპრილის ჩათვლით, იწვევს დაინტერესებულ პირებს, რომლებიც ცხოვრობენ კახეთის რეგიონში და აქვთ საზოგადოებასთან ურთიერთობის გარკვეული გამოცდილება.

მომავალი ბლოგერები  რეგიონის მუნიციპალიტეტებში მოამზადებენ რადიობლოგებს, არსებული გამოწვევებისა და პრობლემების თაობაზე. თითოეული ბლოგერი თვეში მოამზადებს ერთ ანალიტიკურ მასალას (ბლოგს), რომელიც თემში არსებულ სოციალურ,ინფრასტრუქტურულ,ჯანდაცვის, განათლების, გენდერის თუ ადამიანის უფლებების საკითხთან იქნება დაკავშირებული.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საჭიროა წარადგინონ:

-Cv - რეზიუმე ფოტოსურათთან ერად;
-სამოტივაციო და სარეკომენდაციო წერილი, არაუმეტეს 300- სიტყვიან თემასთან ერთად, რომელიც შეეხება თვითმმართველობას (როგორ გესმით თვითმმართველობს არსი კახეთის რეგიონში, რა პრობლემებს და გამოწვევებს ხედავთ თვითმმართველობის მუშაობის მიმართულებით?)

განაცხადები გაგზავნეთ ელ. მისამართზე heretiblog@gmail.com,  ან დატოვეთ რადიო ჰერეთის ოფისში მისამართზე: ქ.ლაგოდეხი კოსტავას 14.

ბლოგერების შერჩევაში მონაწილეობას მიიღებენ კახეთში მომუშავე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიაორგანიზაციების მენეჯერები. პრიორიტეტი მიენიჭებათ სოციალურად აქტიურ კანდიდატებს რომელთაც სხვადსხვა დროს მონაწილეობა მიუღიათ მედიასთან ან თვითმმართველობასთან დაკავშირებულ  აქტივობებში; მათ, ვისაც გენდერული საკითხების მიმართ სენსიტიური დამოკიდებულება გააჩნიათ.

შერჩეულ ბლოგერებს წამყვანი ექსპერტები ჩაუტარდებენ  ტრენინგებს  სოციალური მედიის/ონლაინ აქტივიზმის, სამოქალაქო უფლებათა დაცვის (სამოქალაქო აქტივიზმის)თვითმმართველობის და გენდერის საკითხებზე.

ბლოგერებს დაურიგდებათ უახლესი მოდელის ციფრული დიქტოფონები. პროექტის განმავლობაში რადიობლოგერები მომზადებული მასალების შესაბამისად მიიღებენ ყოველთვიურ ჰონორარს.

პროექტის მიზანია სამოქალაქო ჟურნალისტიკის გამოყენებით მოქალაქეების მიერ თვითმმართველობის მუშაობის ეფექტური მონიტორინგის განხორციელება. რადიო „ჰერეთის“ საშუალებით კი ინოვაციური მიმართულების „რადიობლოგინგის“ განვითარების ხელშეწყობა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test